13:09 ბოლომდე ბრძოლისთვის „ლაციო“ 3 ქულით დასაჩუქრდა | |
რომ არა რომის „ლაციოს“ ფეხბურთელების ბოლომდე ბრძოლა, სერია A-ს 23-ე ტური სენსაციით გაიხსნებოდა, მაგრამ მიუხედავად ძალზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩენისა, ედოარდო რეიეას შეგირდებმა მებრძოლი სული გამოავლინეს და აუტსაიდერ „ჩეზენასთან“ მატჩში დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვეს. „ოლიმპიკოზე“ გამართული შეხვედრა მოულოდნელად დაიწყო. მე-14 წუთზე, მასპინძელთა საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შეჭრილმა იაკინტამ ბურთი საპირისპირო ძელისკენ გაგზავნა, სადაც მას მუტუ დახვდა და ანგარიში გაიხსნა. 33-ე წუთზე, კონკომ საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია, რასაც თერთმეტმეტრიანის დანიშვნის გარდა, რომაელთა მარჯვენა მცველის მოედნიდან გაძევებაც მოჰყვა. სტანდარტი გოლად იაკინტამ აქცია და კაცნაკლული რომაელები თითქოს გამოუვალ მდგომარეობაში დარჩნენ. „ლაციოს“ თამაშის შემოსატრიალებლად და ანგარიშში წინ გასასვლელად მხოლოდ 10 წუთი დასჭირდა. 53-ე წუთზე, ერნანესმა კლოზეს გადაცემა გამოიყენა და ერთი ბურთი გაქვითა. 61-ე წუთზე, კლოზემ კოზაკს ძალიან კარგი გადაცემა გაუკეთა და მართალია, მოედანზე შეცვლაზე შესულმა თავდამსხმელმა ბურთი ვერ გააჩერა, მაგრამ საქმეში ლულიჩი ჩაერთო, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. ორ წუთში, კოზაკმა მაინც გაიტანა - მან სტუმართა საჯარიმოში არსებული არეულობით ისარგებლა და მახვილი კუთხიდან ანტონიოლისთვის ბურთის ფეხებშუა გაძვრენით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ლაციო-ჩეზენა 3:2 (0:2) რომი, “ოლიმპიკო” ლაციო (4-2-3-1): მარკეტი, კონკო, ბიავა, ძაური, ლულიჩი, ლედესმა, მათუსალემი, გონსალესი, ერნანესი, კანდრევა (კოზაკი 46/სკალონი 84), კლოზე მწვრთნელი: ედოარდო რეია ჩეზენა (3-5-2): ანტონიოლი, კომოტო, როდრიგესი, ლაურო, ჩეკარელი, სანტანა (გუანა 70), კოლუჩი, პაროლო, პუდილი (დელ ნერო 64), იაკინტა (რენელა 59), მუტუ მწვრთნელი: დანიელე არიგონი გოლები: 0:1 მუტუ (14), 0:2 იაკინა (35), 1:2 ერნანესი (53), 2:2 ლულიჩი (61), 3:2 კოზაკი (63) გაფრთხილებები: მათუსალემი 34, კოზაკი 84 - კომოტო 62, დელ ნერო 71, მუტუ 73, რენელა 90 გაძევება: კონკო 33 მსაჯი: ანდრეა რომეო ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 8 (6)-7 (4), კუთხური: 6-0, თამაშგარე: 5-3, სეივი: 2-3, ჯარიმა: 11-23. | |
|