17:45 ვალტერ სამუელს 2-წლიანი კონტრაქტი სურს | |
მილანის "ინტერის” ცენტრალური მცველი – ვალტერ სამუელი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმების წინააღმდეგი არაა. TMW-ს ცნობით, მხარეებს მოსალაპარაკებელი მხოლოდ ხელშეკრულების ხანგრძლივობა აქვთ. 34 წლის არგენტინელს სურს, რომ "ნერაძურისთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს. თავის მხრივ, "ინტერის” ხელმძღვანელობას ვეტერანი მცველის დატოვება მხოლოდ შემდეგი სეზონისთვის სურს. შეგახსენებთ, რომ სამუელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. მისი გადაბირებით, რიგი ინგლისური კლუბები არიან დაინტერესებულნი. | |
|