aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » მარტი » 1 » “მილანი” ალეშანდრო პატოს გაყიდვას აპირებს.
18:38
“მილანი” ალეშანდრო პატოს გაყიდვას აპირებს.
Corriere dello Sport-ის ცნობით, ზაფხულში "მილანი” ალეშანდრო პატოს გაყიდვას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ბრაზილიელ თავდამსხმელს "პარი სენ-ჟერმენი” იწვევდა, თუმცა ფეხბურთელმა პარიზელების წინადადება უარით გაისტუმრა.

მიმდინარე სეზონში პატო შედეგიანობით ვერ გამოირჩევა, რაც მისი ხშირი ტრავმიანობით აიხსნება. ფეხბურთელს იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი.

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა იუწყება, რომ "პსჟ”-ს პატოს გადაბირებაზე ხელი არ აუღია, ტრანსფერის წინააღმდეგი არც "მილანია”. ასე რომ, ადვილი შესაძლებელია ზაფხულში იხვი "მილანიდან” პარიზულ კლუბში გადაბარგდეს.
კატეგორია: მილანი | ნანახია: 520 | დაამატა: superman | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]