aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 10 » ამაური ახალ გუნდს ეძებს
17:55
ამაური ახალ გუნდს ეძებს
"იუვენტუსის" თავდამსხმელი კვლავ აგრძელებს ახალი კლუბის ძებნას.
ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტმა, ერნესტო ბრონძეტიმ განაცხადა, რომ შესაძლოა მისი კლიენტი უახლოს მომავალში ინგლისის რომელიმე კლუბში ვიხილოთ.

ასევე პრესაზე დაყრდნობით ამაურით "ნაპოლიც" არის დაინტერესებული.
"ამაური "ნაპოლიში"? არ ვიცი ამჟამად არაფერია გამორიცხული, მაგრამ ამაური მაინც დიდი შანსია, რომ ინგლისში გადაბარგდეს." - განაცხადა მისმა აგენტმა.

"ასევე ჩემი კლიენტით დაინტერესებულნი ჯენოა და პალერმო არიან, მაგრამ თავად მას ესპანეთში ან ინგლისში სურს კარიერის გაგრძელება. რა თქმა უნდა, თუ იტალიის რომელიმე გრანდისგან გვექნება შემოთავაზება, მაშინ ჩვენ გაგვიძნელდება მათთვის უარის თქმა, "ნაპოლი" კი ერთ-ერთი საუკეთესოა კლუბია იტალიაში".

როგორც იცით "მილანის" იტალიელი თავდამსხმელი, ანტონიო კასანო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ ეხმარება გუნდს, როგორც გავრცელებულ ინფორმაციებს დავუჯერებთ "მილანს" კასანოს შესაცვლელად ამაურის შეძენა სურს. ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტს, ბრონძეტის კი ამ ჭორების არ სჯერა: "მე არ მჯერა, რომ ამაურით "მილანია" დაინტერესებული". - განაცხადა აგენტმა.
კატეგორია: იუვენტუსი | ნანახია: 527 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]