aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 23 » ამბროზინი: "გამარჯვება ბედნიერი ღიმილისთვის"
09:58
ამბროზინი: "გამარჯვება ბედნიერი ღიმილისთვის"
"ბარსელონასთან" მატჩამდე "მილანის" კაპიტანი მასიმო ამბროზინი უეფას ოფიციალურ საიტს გაესაუბრა.

"ბარსამ" უკვე დატოვა თავისი კვალი, რომელიც მუდამ იქნება ფეხბურთის ისტორიაში და მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური ეტაპიდან ორივე გუნდი გასულია, ეს მატჩი მაინც მნიშვნელოვანია."

"ჩვენ დასვენებულები ვართ და მშვიდად ვითამაშებთ სახლში პირველი ადგილისთვის. ჩვენ ვიცით, რომ არ არსებობს არანაირი პრობლემა, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ წავაგებთ, მაინც ვითამაშებთ შემდეგ ეტაპზე. მაგრამ თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, ეს კიდევ ერთი მიზეზი იქნება ბედნიერი ღიმილისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ჯგუფში პირველი ადგილი ნიშნავს, რომ მეორე ეტაპზე ჩვენ მეორე ადგილოსანს შევხვდებით და რა თქმა უნდა გვინდა, რომ ამ ტურნირზე იმაზე შორს წავიდეთ, ვიდრე უკანასკნელ წლებში. მოგვიტევეთ, რომ უკანასკნელი თამაშის შემდეგ ვერ შევძელით პოზიციაზე წინ წაწევა, თუმცა ჩვენ გველის კიდევ ორი თამაში, სადაც შევეცდებით, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ."
კატეგორია: მილანი | ნანახია: 535 | დაამატა: BADRI | რეიტინგი: 1.0/7
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]