aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » მარტი » 24 » ანჩელოტის “ნაპოლის” ფორვარდები უნდა
14:23
ანჩელოტის “ნაპოლის” ფორვარდები უნდა

ფრანგული პსჟ-ს სკაუტი ჯორჯო კიაჩინი ამბობს, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ იმ ფეხბურთელების სია ჩამოწერა, რომელთა ხილვაც საკუთარ გუნდში მომავალი სეზონისთვის სურს.

კიაჩინიმ Radio CRC-ს უთხრა, რომ იტალიელი სპეციალისტის სიაში "ნაპოლის” სანხრეთამერიკელ თავდამსხმელთა დუეტია - ედინსონ კავანი და ესეკიელ ლავესი.
"ანჩელოტის რამდენიმე სატრანსფერო სამიზნე აქვს, თუმცა, რა მოხდება, ჯერ არ ვიცით. "ნაპოლიდან” მას თავდამსხმელები - კავანი და ლავესი მოსწონს, თუმცა, ვერ გეტყვით, მათთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია თუ არა”, - ამბობს პსჟ-ს სკაუტი.
25 წლის ურუგვაელმა, კავანიმ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 26 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა, ხოლო 26 წლის არგენტინელმა ლავესიმ 22 თამაშში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო. 
კატეგორია: ნაპოლი | ნანახია: 520 | დაამატა: USER | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]