22:20 აზარი - "მილანი" თუ "ინტერი"? | |
"ლილის" ბელგიელი ნახევარმცველი ედენ აზარი ევროპული კლუბებისთვის ყველაზე სასურველი ფეხბურთელია, მის მიმართ ინტერესს კი "ინტერი" და "მილანი" იჩენენ. "ზაფხულში "ინტერმა" საკმაოდ საინტერესო შემოთავაზება გამიკეთა, იმ დროს მე არ ვიცოდი დარჩებოდნენ თუ არა სნეიდერი და ეტო'ო გუნდში, პლიუს მწვრთნელი ვერ უძღვებოდა გუნდს, თუმცა "ნერაძური" ერთადერთი არაა, "მილანსაც" სურს ჩემი გადმობირება, "როსონერის" ხელმძღვანელობა მთავაზობდა, რომ დავრჩენილიყავი "ლილში" კიდევ ერთი სეზონი, ზაფხულში კი სერიოზული მოლაპარაკებები დაიწყებოდა. ვგრძნობ, რომ დიდ კლუბში სათამაშოდ მზად ვარ", — ედენის სიტყვებს ციტირებას უკეთებს Gazzetta dello Sport. აქვე მცირე ინფორმაცია ედენ აზარზე: ედენ აზარი 1991 წლის 7 იანვარს, ბელგიაში, ლა ლუივერში დაიბადა, იგი 20 წლისაა, თამაშობს "ლილში" და ბელგიის ეროვნულ ნაკრებში. | |
|