aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » მარტი » 7 » ბალოტელი: იბრა მესის და რონალდუს დონისაა
20:47
ბალოტელი: იბრა მესის და რონალდუს დონისაა
იტალიელმა ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ სერია A-ს და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა. მარიომ განაცხადა, რომ შვედი ფეხბურთელი ისეთივე არის, როგორიც მესი და რონალდუ არიან.

შეგახსენებთ, რომ ამგვარი კომენტარი გასულ კვირას მასიმილიანო ალეგრიმაც გააკეთა.

"ჩემი აზრით დღეს ზლატან იბრაჰიმოვიჩი იმავე დონეზე არის, რა დონეზეც ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ არიან. თუმცა როცა მე ზლატანს პირისპირ შევხვდები მას ასე ვეტყვი: მე შენზე მაგარი ვარ." - განაცხადა ბალოტელიმ.

"მინდა ავღნიშნო, რომ ზლატანისნაირი ფეხბურთელი დღეს ინგლისის პრემიერ ლიგას არ ჰყავს."

"თუმცა პრემიერ ლიგა სერია A-ზე ბევრად ლამაზია. ეს იმით შეიძლება აიხსნას, რომ იტალიის კლუბებს წარმატებული ფეხბურთელები ტოვებენ."

"იტალიიდან ნაპოლის და მილანს გამოვყოფდი. ეს ორი გუნდი შესანიშნავად თამაშობს და შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. ისინი იმსახურებენ ამდროისთვის იმ დონეზე ჰყოფნას რა დონეზეც არიან."

ბალოტელიმ ასევე ინტერის ამჟამინდელ მდგომარეობაზეც გააკეთა კომენტარი. იტალიელმა განაცხადა, რომ მას არ უკვირს მილანური კლუბის ჩავარდნა.

"ინტერის წარუმატებლობა არ მიკვირს. მათ უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელი გაუშვეს გუნდიდან." - დაასრულა ბალოტელიმ.
ნანახია: 550 | დაამატა: JUVE-FAN | რეიტინგი: 4.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]