18:16 “ბუფონი დაუკრეფავში გადავიდა” | |
ტალიის სერია A-ს XXV ტურში "მილანსა” და ტურინის "იუვენტუსს” შორის გამართულ მატჩში (1:1) მსაჯთა მიერ სალი მუნტარის არჩათვლილი გოლი საყოველთაო განსჯის თემაა. "სიმართლე რომ გითხრათ, ბურთი ისე სწრაფად მოძრაობდა, ვერ დავინახე, იყო თუ არა გოლი. აღნიშნულ ეპიზოდში ჩემთვის მსაჯს რომ ეკითხა, გოლის შემჩნევის შემთხვევაშიც არ ვეტყოდი მას სიმართლეს”, – აღნიშნა "ბებერი სინიორას” კარის დარაჯმა ჯანლუიჯი ბუფონმა. ჯიჯის სიტყვებს უეფას პრეზიდენტი, მიშელ პლატინი გამოეხმაურა. "ტურინსა და მილანს შორის ომი არ უნდა გაიმართოს, თუმცა ბუფონი დაუკრეფავში გადავიდა და ისეთი რამ თქვა, რაც არ უნდა ეთქვა. გამოდის, რომ ის მსაჯს მოატყუებდა. ბურთი ხელით რომ გამეტანა და შემდეგ აღნიშნულ ეპიზოდზე ჩემთვის მსაჯს ეკითხა, მე მას სიმართლეს ვეტყოდი. მარადონამ ხელით გატანილი გოლი არ აღიარა? მისთვის ხომ არბიტს არ უკითხავს ამის შესახებ?!” – აღნიშნა პლატინიმ. | |
|