aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 8 » ბუფონი კასანოს ელოდება
19:19
ბუფონი კასანოს ელოდება
ტურინის „იუვენტუსისა" და იტალიის ეროვნილი ნაკრების გოლკიპერი – ჯანლუიჯი ბუფონი ფიქრობს, რომ ანტონიო კასანო მაინც შეძლებს თავისი წვლილი შეიტანოს იტალიის ნაკრების თამაშში 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე.
როგორც იცით, „მილანის” 99-ე ნომერი ანტონიო კასანო რეაბილიტაციას გადის მას შემდეგ, რაც გულის გადაუდებელი ოპერაციის გაკეთება მოუხდა იშემიური ინსულტის გამო. ფეხბურთელის გამოჯანმრთელებას დაახლოებით ექსვი თვე დასჭირდება, რაც ეჭვქვეშ აყენებს მისი 2012 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობის შესაძლებლობას. ანტონიო კასანო ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ „სკუადრა აძურას", გასნასკუთრებით მას შემდეგ, რაც გუნდის მთავარ მწვრთნელად ჩეზარე პრანდელი დაინიშნა.
„ძვირფასო ანტონიო, ცხოვრებამ კიდევ ერთი განსაცდელის წინაშე დაგაყენა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევას საუკეთესო შესაძლებლობებით შეხვდები. შენ ხომ გიყვარს გამოწვევები. შენ გაქვს ამისათვის საჭირო ირონია, ბედნიერება და ძალა – შენი ბრწყინვალე ოჯახის წყალობით გაუმკლავდე ამ სირთულეს. ჩვენ გელოდებით მოუთმენლად, იმიტომ რომ ვიცით, რომ შენ შეგიძლია იყო ჩვენი დამატებითი იარაღი 2012 წლის ევროპის ჩემოპიონატზე” – მიმართავს თანაგუნდელს მსოფლიოს №1 კიპერი.
კატეგორია: იუვენტუსი | ნანახია: 529 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/5
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]