aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 16 » დე როსი “რომას” ვერ უთანხმდება
16:52
დე როსი “რომას” ვერ უთანხმდება
იტალიური “რომას” ნახევარმცველი დანიელე დე როსი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ვერა და ვერ ახერხებს. ნახევარმცველს “ჯალოროსის” ხელმძღვანელობის მიერ შეთავაზებული პირობები არ აკმაყოფილებს. არადა, ოქტომბერში “რომას” გენერალური დირექტორი ფრანკო ბალდინი აცხადებდა, რომ დე როსისთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა.
“კონტრაქტის გახანგრძლივება? ახლა ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. უკვე დავიღალე ყოველდღიურ ამბებში ჩემი სახელის გაგებით. დიდი ხანია, მოლაპარაკებებში წინსვლა არ არის და შესაბამისად, მოსალოდნელიც არაფერია, თუკი წასვლა მომიწევს, მინდა ძალები საზღვარგარეთ გამოვცადო”, - განაცხადა ნახევარმცველმა.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის დე როსი “რომას” ღირსებას 2002 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 244 მატჩი და 29 გოლია.
კატეგორია: ნაკრები | ნანახია: 547 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/6
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]