22:43 დი ნატალე - იტალიის ოქროს იმედი... | |
ანტონიო დი ნატალე ერთადერთი იტალიელია იმ 50 ფეხბურთელიდან, რომელიც ოქროს ბურთის შემცირებულ სიაში მოხვდა. ვეტერანი შემტევი 2010-11 წლების სეზონში სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ეს მან ზედიზედ მეორედ მოახერხა. 34 წლის თავდამსხმელი სიის კიდევ შემცირებას ელოდება, როდესაც 50 ფეხბურთელიდან ბრძოლას 23 გააგრძელებს. 5 დეკემბერს ფინალისტები გამოვლინდებან, საუკეთესო კი 9 იანვარს ციურიხში გახდება ცნობილი. უამრავი ფეხბურთელია "ბარსელონადან" და ესპანეთიდან, 50 საუკეთესოში "ბარსას" 9 და "რეალის" 5 მოთამაშე მოხვდა. თუმცა, იტალიის სახელი მწვრთნელებში დომინირებს: "მილანის" დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი, "მანჩესტერ სიტის" მწვრთელი რობერტო მანჩინი და ინგლისის ეროვნული ნაკრების თავკაცი ფაბიო კაპელო გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. გასულ სეზონში ლიონელ მესი და მადრიდის "რეალის" მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახდნენ ფიფას და ჟურნალ France Football-ის ერთობლივი პრიზის მფლობელები.
| |
|