aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » აპრილი » 28 » ძანეტი: ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გვსურს
19:38
ძანეტი: ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გვსურს

ხავიერ ძანეტის განცხადებით, ''ინტერს'' ძალიან გაუჭირდება ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ზონაში მოხვედრა. "ნერაძური" სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება, მესამე ადგილოსან ''ლაციოს'' კი 3 ქულით ჩამორჩება. ძანეტი ხაზს უსვამს, რომ ისინი მხოლოდ თავიანთ თამაშებზე არიან კონცენტრირებულნი.

''ბევრს ვმუშაობთ, რათა მესამე ადგილი დავიკავოთ და შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვიასპარეზოთ. ჩვენ ეს ძალიან გვსურს და გვჯერა, რომ ამის მიღწევა შეგვიძლია.4 თამაშია წინ და ცდას ბოლომდე არ დავაკლებთ'' 

"მილანური დერბი? მანამდე ორი მატჩი გვაქვს გასამართი და პირველ რიგში იქ ვიბრძოლებთ მესამე ადგილისთვის.არ ვიცი თუ ვინ მოიპოვებს სკუდეტოს ''იუვენტუსსა'' და ''მილანს'' შორის, ჩვენ ჩვენს თავზე ვართ კონცენტრირებულნი და სხვებზე არ ვფიქრობთ, ვეცდებით გავიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე და კარგად ვიასპარეზოთ შემდეგ სეზონში'' - აცხადებს ძანეტი.


შეგახსენებთ, რომ
''ინტერი'' მომდევნო ტურს კვირას საკუთარ მოედანზე ჩეზენას წინააღმდეგ გამართავს. 

კატეგორია: ინტერი | ნანახია: 589 | დაამატა: USER | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]