23:21 ექიმები ჟულიო სეზარს დასვენებას ურჩევენ | |
მილანის "ინტერის” ძირითადმა მეკარემ, ბრაზილიელმა ჟულიო სეზარმა, შესაძლოა, სერია A-ში ხვალ "ბოლონიასთან” გასამართი მატჩი გამოტოვოს. Football Italia-ს ცნობით, გუშინდელ ვარჯიშზე 32 წლის ბრაზილიელმა იდაყვი დაიზიანა. ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, თუმცა, კლუბის ექიმებს გარისკვა არ სურთ და შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, მწვრთნელს გუნდის ძირითადი მეკარის დასვენების რეკომენდაციას აძლევენ. საქმე ისაა, რომ მომავალ კვირაში, "ინტერს” ფრანგულ "მარსელთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა ელის და ექიმები მწვრთნელს ჟულიო სეზარის დასვენებას ამის გამო ურჩევენ. | |
|