21:45 ექსკლუზიური ინტერვიუ ჯენარო გატუზოსთან... | |
MilanNews.it-მა აიღო ექსკლუზიური ინტერვიუ ჯენარო გატუზოსთან, რომელიც თვალის პრობლემის შემდეგ ნელ-ნელა გამოჯანმრთელების გზას ადგას: რინო, როგორ გრძნობთ თავს ამხელა პრობლემის შემდეგ? "მე უფრო კარგად და კარგად ვგრძნობ თავს და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს დროში დავბრუნდები." მიუხედავად მძიმე და უსიამოვნო შეგრძნების შემდეგ რაც თვალზე გქონდათ, ჩვენ გავიგეთ, რომ თქვენ თქვენს ფორმას ინარჩუნებთ და ყოველდღე 10 კილომეტრს დარბიხართ? "მე მინდოდა, რომ ნორმალურად მევარჯიშა, მაგრამ ფიზიკური მონაცემების მწვრთნელმა გადამათქმევინა. მე ვრჩები "მილანელოზე:, რადგან ცოტათი მაინც შევინარჩუნო ფორმა, რადგან ფიზიკურად აქტიურობა ჩემთვის საჭიროა." "იუვენტუსთან" ტურინში წაგების შემდეგ "მილანმა" დაიწყო აღმასვლა და მოგება. ხუთი მოგება ხუთი მატჩიდან, როგორც ალეგრისთვის იყო საჭირო. გუნდი ბრუნდება... "ჩვენ ვნახეთ, თუ რა შეუძლია გუნდს და ჩვენ ჩავჯექით სკუდეტოს მოგების კანდიდატებს შორის. იყო ბევრი ტრავმები და მე ვიცოდი, რომ საჭირო ფეხბურთელების გამოჯანმრთელების შემდეგ ჩვენ ისევ ფორმაში ჩავდგებოდით. ჩვენ ისევ კონკურენტუნარიანები და ანგარიშგასაწევები ვართ." ინიაციო აბატე როგორც იქნა გამოიძახეს იტალიის ნაკრებში იმის შემდეგ, რაც ის გაიზარდა "მილანში" და თქვენთან ერთად ვარჯიშის დროს... "ინიაციო დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა ამ მომენტს და მან დაიმსახურა ის თავისი თამაშით. აბატემ განიცადა დაუჯერებელი ზრდა და ის ახლა ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია იტალიაში." დღეს ალესანდრო დელ პიეროს დაბადების დღეა, რომელზეც ამბობენ, რომ ზამთარში "მილანში" გადმოვა. წარმოგიდგენიათ ის "მილანის" მაისურში? "მე ვფიქრობ, რომ დელ პიერომ უნდა დაასრულოს კარიერა "იუვენტუსში", რადგან მისი წარმოდგენა სხვა კლუბში და სხვა კლუბის მაისურში წარმოუდგენელია. მე ყოველ წელს ვნახულობ, როგორ იცვლიან ფეხბურთელები გუნდებს ,მაგრამ დელ პიეროს და ტოტის წარმოდგენა სხვა კლუბებში ჩემთვის შეუძლებელია." თქვენ ძალიან მოიწყინეთ თამაშის გარეშე? მალე ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, "მილანი" - "ბარსელონა"... "მე ძალიან მოვიწყინე, უთამაშებლად ცხოვრება უფრო მოსაწყენი გახდა. მე ვაკეთებ ყველაფერს, რათა დავბრუნდე რაც შეიძლება მალე, რადგან ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. არ შემიძლია წარმოვიდგინო რით შეიძლება დავკავდე ფეხბურთის გარდა." "მილანი" ისევ არის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების მთავარი კანდიდატი? "თამაშები, რომლბიც აქვს "მილანს" არ აქვს არცერთ კლუბს იტალიაში. "იუვენტუსი" კარგი გუნდია, არასდროს არ ნებდება, მაგრამ ჩვენ უფრო კარგი გუნდი გვყავს." რა უნდა გააკეთოს ელ შაარავიმ, რათა მან უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა მიიღოს? "მან ბევრი უნდა იმუშავოს, იყოს მომთმენი და ყოველთვის იბრძოლოს. მან უკვე ითამაშა რამოდენიმე თამაში, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, სტეფანს აქვს დიდი დრო რათა გააუმჯობესოს თამაშის ხარისხი." და ბოლოს, მოკითხვა MilanNews.tv-ს მკითხველებს, რომლებიც თქვენ დიდი სიყვარულით გეპყრობიან... "მე ხშირად ვკითხულობ MilanNews, და ასევე წერილებსაც, მე ძალიან მომწონს ერთ-ერთი გვერდი "წერილები ტიფოზებს". დიდი მადლობა სიყვარულისთვის, ვიმედოვნებ, რომ თქვენ კიდევ მნახავთ სტადიონზე, ვეხუტები და დიდ მადლობას ვუხდი "მილანის" ყველა გულშემატკივარს." | |
|