aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 27 » გალიანი: ”რომასთან” რთული მატჩი გველის”
22:07
გალიანი: ”რომასთან” რთული მატჩი გველის”
”მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ ამ სეზონში ”რომა” ჩემპიონობის მოპოვების ერთ-ერთი კანდიდატია. გალიანის აზრით, ”მილანსა” და ”რომას” შორის მატჩი საინტერესო იქნება.

”რომასთან” რთული მატჩი გველის. ეს იქნება მატჩი იმ გუნდებს შორის, რომლებიც სკუდეტოს მოპოვებისკენ მიისწრაფვიან. ჩვენ ვიცით, რომ თუ მომდევნო თამაშებს მოვიგებთ, მალე ცხრილის სათავეში მოვექცევით. ჩემპიონობისთვის ბრძოლა უკვე გაჩაღებულია.” განაცხადა ”როსონერის” ვიცე-პრეზიდენტმა.

”რომასა” და ”მილანს” შორის მატჩი შაბათს ”სტადიო ოლიმპიკოზე” გაიმართება, სერია ა-ს ეს მატჩი თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.
კატეგორია: ინტერვიუ | ნანახია: 541 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/7
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]