14:24 იბრაჰიმოვიჩმა სერია A-ში მე-100 გოლი გაიტანა | |
იტალიის "მილანის” შვედი თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ კვირას "კიევოსთვის” გატანილი პირველი გოლი, სერია A-ში მისთვის საიუბილეო მე-100 იყო. შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფორვარდისთვის "მილანი” მე-3 იტალიური გუნდია. "იუვენტუსში” თამაშისას მან 23 გოლი გაიტანა, "ინტერში” - 57, ხოლო კვირის მატჩამდე, "როსონერიში” - 19. "კიევოსთან” შეხვედრაში (4:0) იბრაჰიმოვიჩმა თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა - 44-ე წუთზე, პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. | |
|