10:05 იბრაჰიმოვიჩს პირადი ინტერესები არ ამოძრავებს | |
იტალიური “მილანის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ “ბარსელონასთან” მოახლოებულ მატჩს განსაკუთრებული ემოციებით არ ხვდება და არც რაიმე პირადი ინტერესი ამოძრავებს. “იმედგაცრუებული ვიყავი იმით, რომ “ბარსელონასთან” “კამპ ნოუზე” გამართული მატჩი ტრავმის გამო გავაცდინე. არადა, იმ შეხვედრას მოუთმენლად ველოდი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაში პირადი სახის ინტერესში შედიოდა. ხვალ ემოციებით დატვირთული მატჩი იქნება. რაც უნდა იყოს, ეს მორიგი უბრალო მატჩია, ისეთივე, როგორიც სხვები. ჩემი პერსონით ამ შეხვედრის მნიშვნელობას ნუ გადავაჭარბებთ”, - განუცხადა შვედმა უეფას ოფიციალურ საიტს. ცნობისთვის, “მილანისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება ხვალ, ჩვენი დროით 23:45-ზე დაიწყება. | |
|