aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 27 » "ინტერი"-"იუვენტუსი" - ჟულიო სეზარისა და ბუფონის გარეშე
22:14
"ინტერი"-"იუვენტუსი" - ჟულიო სეზარისა და ბუფონის გარეშე
მილანის "ინტერის" მეკარე ჟულიო სეზარი "იუვენტუსთან" იტალიის ჩემპიონატის მორიგ მატჩს გამოტოვებს. შეხვედრა 29 ოქტომბერს გაიმართება.

გოლკიპერმა ტრავმა ბრაზილიის ნაკრებში მიიღო, 26 ოქტომმბერს კი "ატალანტასთან" მატჩში გაურთულდა.

"ატალანტასთან" 32 წლის მეკარე მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა, მაგრამ შესვენებაზე ლუკას კასტელაციმ შეცვალა. სეზარი "იუვენტუსთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.

შეხვედრას გამოტოვებს ტურინული კლუბის ძირითადი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონიც. მან მხრის ტრავმის გამო "ფიორენტინასთან" შეხვედრა უკვე გამოტოვა, "იუვენტუსის" კარს კი მის ნაცვლად მარკო სტორარი იცავდა.

"იუვენტუსმა" რვა თამაშში 16 ქულა მოაგროვა და იტალიის ჩემპიონატს ლიდერობს. "ინტერი"კი, რომლის აქტივში რვა ქულაა, სატურნირო ცხრილში მე-16-ე ადგილს იკავებს.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 574 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]