13:00 “ინტერი” კაპელოსადმი ინტერესს უარყოფს | |
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების შემდეგ, ფაბიო კაპელოსთან დაკავშირებით გავრცელებული ჭორები არ წყდება. ავტორიტეტულ იტალიელ სპეციალისტს სხვადასხვა კლუბებთან აკავშირებენ, უპირველეს ყოვლისა კი, სერია A –ს გრანდების მწვრთნელობას უწინასწარმეტყველებენ. იტალიურმა გამოცემებმა კონკრეტული კლუბებიც კი დაასახელეს, რომლებშიც, სავარაუდოდ, მთავარ მწვრთნელად კაპელო დაინიშნება. ამ კლუბების რიცხვს მიეკუთვნება “იუვენტუსი”, “რომა” და “ინტერი”. აღნიშნული ჭორის თაობაზე კომენტარი “ინტერის” პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ გააკეთა. “ცნობა იმის შესახებ, რომ კაპელო ინტერის თავკაცი გახდება, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ყველაფერი მედიის წარმომადგენლების მოგონილია. ჩვენ კმაყოფილები ვართ გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელის, კლაუდიო რანიერის მუშაობით”, - განაცხადა მორატიმ. | |
|