14:49 იტალიელ მსაჯთა შეცდომას ოსვალდოს შედევრი შეეწირა | |
სერია A-ს მე-12 ტურში, იტალიელი არბიტრები მოწოდების სიმაღლეზე ნამდვილად ვერ იყვნენ. გასულ უქმეებზე, მსაჯებმა რამდენიმე გოლი უსამართლოდ ჩათვალეს, ან პირიქით - გააუქმეს. მათგან ყველაზე გამოსარჩევია „რომა"-„ლეჩეს" შეხვედრაში პაბლო ოსვალდოს მიერ გატანილი გოლი. „ოლიმპიკოზე" გამართული მატჩის 75-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან გაგოს ჩაწოდების შემდეგ, ცოტა ხნის წინათ გაიტალიელებულმა არგენტინელმა ე.წ. „მაკრატელა" დარტყმით ძალიან ლამაზი გოლი კი გაიტანა, მაგრამ გვერდით არბიტრს თამაშგარე მდგომარეობა მოეჩვენა და მთავარ მსაჯს ისღა დარჩენოდა, ოსვალდოს შედევრი გოლი უსამართლოდ გაეუქმებინა. მიუხედავად მსაჯების შეცდომისა, „რომამ" 3 ქულა მაინც მოიპოვა. დედაქალაქელებს გამარჯვება მირალემ პიანიჩისა და ფერნანდო გაგოს სადებიუტო გოლებმა მოუტანეს. 25-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილი ტადეის გადაცემის შემდეგ, პიანიჩი ცარიელი კარის წინ მარტოდმარტო დარჩა და მას გოლის გატანა არ გასჭირვებია. მე-2 ნახევრის დასაწყისში, დაახლოებით 25 მეტრიდან, გაგომ არცთუ ძლიერად დაარტყა, მაგრამ არგენტინელმა ბურთს ისეთი ტრაექტორია მისცა, რომ ჟულიო სერჟიო უძლური გამოდგა. 61-ე წუთზე, ბერტოლაჩიმ ერთი ბურთი კი გაქვითა, მაგრამ ამან „ლეჩეს" ქულაც ვერ მოუტანა. ზედიზედ მე-3 თამაში მოიგო „იუვენტუსმა", რომელიც გათამაშებას სათავეში მოექცა. მართალია, ტურინელთა მსგავსად, 22 ქულა „ლაციოსაც" აქვს, მაგრამ „ბებერი ქალბატონი" პირველ ადგილზე ბურთების უკეთესი შეფარდების გამოა. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „იუვენტუსს" ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. გუშინ, ანტონიო კონტეს შეგირდებმა „პალერმოს" საკმაოდ იოლად სძლიეს. „იუვენტუს არენაზე" გამართულ მატჩში ანგარიში მე-20 წუთზე გაიხსნა, როდესაც კიელინის მიერ მარცხენა ფლანგიდან გაკეთებულ გადაცემას პეპემ ზუსტი თავური მოაყოლა. მე-2 ტაიმი 3 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ლიხტშტაინერის გადაცემით მეკარესთან პირისპირ გასულმა მატრიმ, ახლო მანძილიდან დარტყმით, მასპინძელთა უპირატესობას სოლიდური სახე მისცა, ხოლო 65-ე წუთზე, ვუჩინიჩის პასით მარკიზიომ ისარგებლა, რომელმაც შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმა „ჩეზენამ", რომელმაც ემილია-რომანიულ დაპირისპირებაში „ბოლონიას" სძლია. მატჩის ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორი მარკო პაროლო გახდა. ბოლონია-ჩეზენა 0:1 (0:0) ბოლონია, "რენატო დალ არა” ბოლონია (4-3-1-2): ჟიე, რაგი, პორტანოვა, ანტონსონი, მორლეო, პერესი (პულცეტი 55), მუდინგაი, კონე, რამირესი, აკვაფრესკა (ხიმენესი 63), დი ვაიო (დიამანტი 78). მწვრთნელი: სტეფანო პიოლი. ჩეზენა (4-4-2): ანტონიოლი, კომოტო, ფონ ბერგენი, როდრიგესი, ლაურო (როსი 83), ჩეკარელი, პაროლო, გუანა, რაფაელ მარტინიო (კანდრევა 60), მალონგა (ბოგდანი 78), მუტუ. მწვრთნელი: დანიელე არიგონი. გოლი: 0:1 პაროლო (84). გაფრთხილებები: პერესი 19, მუდინგაი 62, რაგი 67 - ლაურო 25, ფონ ბერგენი 28, ჩეკარელი 90+1, როსი 90+3. მსაჯი: დომენიკო ჩელი. ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 12 (5)-12 (3), კუთხური: 4-7, თამაშგარე: 7-2, სეივი: 4-5, ჯარიმა: 18-13. კატანია-კიევო 1:2 (0:1) კატანია, "ანჯელო მასიმინო” კატანია (3-5-2): ანდუხარი, ბელუსკი, ლეგროტალიე, სპოლი, პოტენცა (ბიაჯანტი 60), ალმირონი, ლოდი, რიკიუტი (ლოპესი 61), მარკეზე, გომესი (კატელანი 77), ბერგესიო. მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა. კიევო (4-3-1-2): სორენტინო, ფრეი, ანდრეოლი (სეზარი 58), მანდელი, იოკიჩი, ლუჩანო (აკერბი 80), რიგონი, ბრედლი, სამარკო, ტერო (მოსკარდელი 61), პელიესიერი. მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო. გოლები: 0:1 პელისიერი (45), 0:2 სამარკო (73), 1:2 ალმირონი (78). გაფრთხილებები: სპოლი 45, ალმირონი 90+1 - ლუჩანო 1, მანდელი 68, პელისიერი 86. მსაჯი: პაოლო ტალიავენტო. ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 10 (6)-7 (2), კუთხური: 9-5, თამაშგარე: 3-6, სეივი: 0-4, ჯარიმა: 13-16. ჯენოა-ნოვარა 1:0 (0:0) გენუა, "ლუიჯი ფერარისი” ჯენოა (4-3-1-2): ფრეი, მესტო, გრანქვისკი, მორეტი, ანტონელი, როსი, ველოზუ, კონსტანტი (დაინელი 46), მერკელი (ხორკერა 64), კარაჩოლო (პრატო 75), პალასიო. მწვრთნელი: ალბერტო მალეზანი. ნოვარა (4-3-1-2): ფონტანა, მორგანელა, დელაფიორე, სენტურიონი, ჯემიტი, მარიანინი (გრანოშე 87), რადოვანოვიჩი (ჯორჯი 90), რიგონი, მაცარანი (პინარდი 59), მეჯორინი, რუბინო. მწვრთნელი: ატილიო ტესერი. გოლი: 1:0 ველოზუ (86). გაფრთხილებები: კონსტანტი 21, მორეტი 55, პალასიო 89 - რუბინო 32, სენტურიონი 41, მეჯორინი 81, მორგანელა 89. გაძევება: მეჯორინი 82. მსაჯი: ანტონიო ჯანოკარო. ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 15 (7)-10 (4), კუთხური: 6-7, თამაშგარე: 5-4, სეივი: 3-8, ჯარიმა: 15-25. იუვენტუსი-პალერმო 3:0 (1:0) ტურინი, "იუვენტუს არენა” იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი, ლიხტშტაინერი, ბონუჩი, ბარძალი, კიელინი, მარკიზიო (პასიენსა 77), პირლო, პეპე, ვიდალი, ვუჩინიჩი (კვალიარელა 67), მატრი (დელ პიერო 81). მწვრთნელი: ანტონიო კონტე. პალერმო (4-3-3): ცორვასი, პიზანო, სილვესტრე, სეტო (დელა როკა 59), ბალცარეტი, მილიაჩო, ბაჩინოვიჩი, ბარეტო, ბერტოლო (ზაჰავი 46), ილიჩიჩი, მიკოლი. მწვრთნელი: დევის მანჯა. გოლები: 1:0 პეპე (20), 2:0 მატრი (48), 3:0 მარკიზიო (65). გაფრთხილებები: ბალცარეტი 46, პიზანო 86. მსაჯი: მაურო ბერგონცი. ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 12 (4)-6 (2), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 4-2, სეივი: 2-0, ჯარიმა: 13-14. პარმა-უდინეზე 2:0 (0:0) პარმა, "ენიო ტარდინი” პარმა (4-4-1-1): მირანტე, ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი, გობი (რუბინი 77), ბიაბიანი, მორონე, გალოპა, ვალიანი, ჯოვინკო (ვალდესი 85), პელე (სანტაკროჩე 71). მწვრთნელი: ფრანკო კოლომბა. უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი, ბენატია, დანილო, დომიცი (პასკუალე 86), ბასტა, ისლა (ტორხე 65), პინცი, ასამოა (ბატოკიო 83), არმერო, ფლორო ფლორესი, დი ნატალე. მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი. გოლები: 1:0 ბიაბიანი (58), 2:0 ჯოვინკო (76, პენ). გაფრთხილებები: ვალიანი 55, პელე 66 - ბენატია 38. მსაჯი: ანდრეა რომეო. ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 15 (5)-11 (7), კუთხური: 3-7, თამაშგარე: 1-4, სეივი: 6-2, ჯარიმა: 11-14. სიენა-ატალანტა 2:2 (1:1) სიენა, "არტემიო ფრანკი” სიენა (4-4-2): პეგოლო, ვიტიელო, როსეტინი, ტერცი, დელ გროსო (ანჯელო 80), მანინი (გონსალესი 72), დ’აგოსტინო, გაცი, ბრიენსა, ლარონდო (რეჯინალდო 60), დესტრო. მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო. ატალანტა (4-4-1-1): კონსილი, რაიმონდი (ფერი 84), კაპელი (მანფრედინი 41), ლუკინი, პელუზო, სკელოტო, კარმონა, პადოინი, ბონავენტურა (მინოტი 66), მორალესი, დენისი. მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო. გოლები: 0:1 დენისი (15, პენ), 1:1 დ’აგოსტინო (44, პენ), 1:2 დენისი (53), 2:2 გაცი (87). გაფრთხილებები: დ’აგოსტინო 22, დესტრო 51, როსეტინი 90 - ლუჩინი 51, პელუზო 56. მსაჯი: დანიელე დოვერი. ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 13 (9)-4 (3), კუთხური: 12-2, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-7, ჯარიმა: 9-19. რომა-ლეჩე 2:1 (1:0) რომი, "ოლიმპიკო” რომა (4-3-1-2): სტეკელენბურგი, როზი (პეროტა 81), კიაერი, ჰაინცე, ტადეი, დე როსი, გაგო, პიანიჩი (გრეკო 72), ლამელა, ოსვალდო, ბოიანი (ტოტი 66). მწვრთნელი: ლუის ენრიკე. ლეჩე (4-2-3-1): ჟულიო სერჟიო, ოდო, კაროციერი (ბრივიო 39), ესპოზიტო, ტომოვიჩი, სტრასერი, გროსმიულერი (პასკუატო 78), კუარდადო, ბერტოლაჩი, ოლივერა (ობოდო 66), კორვია. მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო. გოლები: 1:0 პიანიჩი (25), 2:0 გაგო (54), 2:1 ბერტოლაჩი (61). გაფრთხილებები: გაგო 71 - სტრასერი 90, კორვია 90. მსაჯი: კრისტიან ბრიგი. ბურთის ფლობა: 68%-32%, დარტყმა: 14 (7)-8 (2), კუთხური: 7-1, თამაშგარე: 0-3, სეივი: 1-5, ჯარიმა: 4-15. 1. იუვენტუსი 10 6 4 0 18:7 22 2. ლაციო 11 6 4 1 16:8 22 3. მილანი 11 6 3 2 23:14 21 4. უდინეზე 11 6 3 2 13:6 21 5. რომა 11 5 2 4 15:12 17 6. პალერმო 11 5 1 5 14:15 16 7. ნაპოლი 10 4 3 3 13:7 15 8. ჯენოა 10 4 3 3 14:12 15 9. კიევო 11 4 3 4 10:12 15 10. პარმა 11 5 0 6 14:18 15 11. სიენა 11 3 5 3 14:10 14 12. კატანია 11 3 5 3 13:18 14 13. ატალანტა 11 5 4 2 15:14 13 14. ფიორენტინა 11 3 4 4 10:9 13 15. კალიარი 11 3 4 4 10:12 13 16. ინტერი 10 3 2 5 13:17 11 17. ბოლონია 11 3 1 7 9:17 10 18. ლეჩე 11 2 2 7 9:18 8 19. ნოვარა 11 1 4 6 12:20 7 20. ჩეზენა 11 1 3 7 4:13 6 ბომბარდირები დენისი („ატალანტა") – 9, დი ნატალე („უდინეზე") – 8, ჯოვინკო („პარმა") – 7, კლოზე („ლაციო") – 6, პალასიო („ჯენოა"), იოვეტიჩი („ფიორენტინა"), ოსვალდო („რომა"), იბრაჰიმოვიჩი („მილანი"), მარკიზიო („იუვენტუსი"), მატრი („იუვენტუსი") – 5. შემდეგი ტური 25 ნოემბერი უდინეზე-რომა. 26 ნოემბერი ლეჩე-კატანია; ნოვარა-პარმა; ატალანტა-ნაპოლი; ლაციო-იუვენტუსი. 27 ნოემბერი კალიარი-ბოლონია; ჩეზენა-ჯენოა; პალერმო-ფიორენტინა; სიენა-ინტერი; მილანი-კიევო. | |
|