18:35 იტალიური პრესის ცნობით... | |
იტალიური პრესის ცნობით, "მანჩესტერ სიტის" ინტერესების სფეროში "ნაპოლის" ურუგვაელი თავდამსხმელი, ედისონ კავანი მოექცა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური კლუბი მზად არის 50 მილიონი ევრო გადაიხადოს კავანისთვის, რადგანაც წყაროს ცნობით ზაფხულში ურუგვაელი ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე მათი მთავარი სამიზნე იქნება. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში 25 წლის თავდამსხმელმა "ნაპოლის" მაისურით ინგლისური კლუბების წინააღმდეგ 3-ჯერ ითამაშა და ერთ-ერთი სწორედ "მანჩესტერ სიტი" იყო, აქედან მან სულ ინგლისელთა კარის აღება 4-ჯერ მოახერხა და ასევე მან 2 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში. შეგახსებნებთ რომ ნაპოლი იტალიის სერია ა 5 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ მილანს 11 ქულით ჩამორჩება | |
|