17:10 იუვემ სტადიო ოლიმპიკოზე გაიმარჯვა | |
ტურინის "იუვენტუსმა" პრინციპულ შეხვედრაში გასვალზე დაამარცხა რომის "ლაციო". ორივე გუნდმა სანახაობრივი და ლამაზი ფეხბურთი შემოგვთავაზა. სტატისტიკურად "ლაციოსთვის" "ბებერი ქალბატონი" ყველაზე მოუხერხებელი გუნდი არის, დღესაც დედაქალაქელებმა ვერ მოახერხეს ტურინელებთან სასურველი შედეგის მოპოვება. თანაბარ შეხვედრაში ყველაფერი ძალიან ლამაზმა გოლმა გადაწყვიტა - სტუმრების კონტრშეტევა სიმონე პეპემ დააგვირგვინა. მიუხედავად ბევრი მომენტისა, მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. არადა, რომ არა მეკარეები, შეხვედრა შესაძლოა 4:5-იც დასრულებულიყო. ამრიგად "იუვენტუსი" დამსახურებულად ლიდერობს სერია ა-ს. "ლაციო" 0:1 "იუვენტუსი" გოლი: პეპე 35. "ლაციო”: მარკეტი, კონკო, დიაკიტე, სტანკიავიჩუსი, რადუ, ლედესმა, ბროკი (გონსალესი 46′), ლულიჩი (სკული 73′), ერნანესი, როკი (სისე 66′), კლოზე. "იუვენტუსი”: ბუფონი, ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ბარცალი, პილო, მარკიზიო, ვიდალი, პეპე (ესტიგარიბია 82′), ვუჩინიჩი (ჯიაკერინი 66′), მატრი (კუალირელა 85′). გაფრთხილებები: მარკიზიო 54′, ლედესმა 67′, სკული 79′. | |
|