14:05 “იუვენტუსმა” ამაური ხუთ მილიონად დააფასა | |
ტურინის “იუვენტუსი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ამაურის არანაკლებ 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვებს. ამის შესახებ გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი იუწყება. ცოტა ხნის წინ, 31 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ზამთარში კლუბს აუცილებლად დატოვებს და ამის მთავარი მიზეზი სათამაშო პრაქტიკის არარსებობაა. მიმდინარე სეზონში მას ტურინელთა რიგებში საერთოდ არ უთამაშია. გასული სეზონის მეორე ნახევარი ამაურიმ იჯარით “პარმაში” გაატარა, სადაც 11 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. ზაფხულში ტურინში დაბრუნდა, მაგრამ “იუვეში” მისი ადგილი არ მოიძებნა. მეტიც, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ 11-ნომრიანი მაისური, რომელიც ამაურის “იუვენტუსში” ემოსა, პაოლო დე ჩელიეს გადასცა. | |
|