16:41 “იუვენტუსმა” “მანჩესტერის” ნახევარმცველი გადაიბირა | |
"მანჩესტერ იუნაიტედის” 18 წლის ნახევარმცველი პოლ პოგბა კარიერას ტურინის "იუვენტუსში” განაგრძობს. The Telegraph-ის ცნობით, ფრანგის აგენტი მინო რაიოლა "ბებერი სინიორას” ხელმძღვანელობას ტრანსფერის ყველა დეტალზე შეუთანხმდა. ფეხბურთელის სანაცვლოდ, ინგლისელები 300 ათას გირვანქა სტერლინგს მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ "წითელი ეშმაკების” თავკაცი ალექს ფერგიუსონი პოგბას გაშვების წინააღმდეგი იყო. მეტიც, შოტლანდიელმა გამოცდილ მცველებს – რიო ფერდინანდსა და პატრის ევრას სთხოვა, ახალგაზრდა ნახევარმცველი კლუბში დარჩენაში დაერწმუნებინათ. ცნობისათვის, საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი "მანჩესტერში” 2009 წლიდან ირიცხება, მაგრამ პირველი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ 2011 წელს გამოჩნდა და 4 მატჩიც ჩაატარა. | |
|