13:02 კონტე: "დასაცინი არაფერი გვჭირს, ტიფოზებმა ჩვენით უნდა იამაყონ" | |
ტურინის "იუვენტუსს" საჩემპიონო რბოლაში მოულოდნელად დაუცდა ფეხი, კერძოდ, შინ "კიევოსთან" 1:1 ითამაშა. ნამატჩევს "ბებერი ქალბატონის" ტიფოზებმა ფეხბურთელები სტვენით და დაცინვით გააცილეს გასახდელში, რამაც გუნდის მწვრთნელი ანტონიო კონტე გაანაწყენა: "ფანების საქციელმა გამაკვირვა და გამანაწყენა. დასაცინი არაფერი გვჭირს. არ უნდა დაივიწყონ, თუ რით დავიწყეთ სეზონი და როგორ შედეგს ვაჩვენებდით. მოთმინება უნდა ვიქონიოთ. ვფიქრობ, ტიფოზებმა ჩვენით უნდა იამაყონ. ზაფხულში ყველა იმაზე ლაპარაკობდა, "იუვენტუსი" ამ შემადგენლობით მეექვსე ადგილისთვის თუ იბრძოლებსო, მაგრამ ხედავთ, სადაც ვართ. გუნდს გაზრდა სჭირდება. ფაქტია, ახლა ბევრ კლუბია "იუვენტუსზე" ორგანიზებული. გასაგებია, რომ "კიევოსთან" უნდა მოგვეგო, ასე რომ, არავისზე ნაკლებად გულნატკენი არ ვარ. ჩვენ ბევრი ენერგია დავხარჯეთ, "კიევო" კი სწრაფ კონტრშეტევებს აკეთებდა და სწორედ ეს არ მომეწონა. ვფიქრობ, ფეხბურთელებს უნდა გავუგოთ, რადგან გრძელი სეზონია და ხანდახან ფიზიკური ჩავარდნა აქვთ" – მოჰყავს კონტეს სიტყვები Football Italia-ს. | |
|