aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 5 » კონტე : “უბრალოდ უნდა ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი”
22:46
კონტე : “უბრალოდ უნდა ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი”

"რთული გამოცდა გველის” – ანტონიო კონტე დარწმუნებულია, რომ "ნაპოლისთან” მატჩი არანაკლებ რთული გამოდგება, ვიდრე მილანურ გრანდებთან.ნეაპოლელების მცირე უპირატესობა ვალტერ მაცარისა და "სან პაოლოზე” შექმნილ საუცხოო აურას შეიძლება დავუკავშიროთ.

"მიუნხენში გამართულ მატჩს ვუყურე, დასაწყისს თუ არ ჩავთვლით, ნაპოლიმ დამაჯერებელი თამაში აჩვენა.სტუმრებმა შეძლეს და სამი გაშვებული გოლის შემდეგ მეტოქეს აგრესიული თამაში დაუპირისპირეს.თვალი ვადევნე კატანიასთან შეხვედრასაც, მაცარის შეგირდებმა კარგად ითამაშეს, თუმცა არ გაუმართლათ.ადრეც ვამბობდი და ვიმეორებ, ნაპოლი სკუდეტოსთვის ბრძოლას განაგრძობს.ჩვენს წინააღმდეგ მათი ორწლიანი გამოცდილება დგას, ამ პერიოდში ამ გუნდმა დიდი პროგრესი განიცადა და ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს.არ დაგვავიწყდეს, რომ ხუთი წლის წინ ისინიც სერია B – ს მონაწილეები გახლათ, ისევე როგორც იუვენტუსი.ბოლო სეზონებია ლურჯებმა იპოვეს საკუთარი თავი, შეიძინეს მაღალი დონის ფეხბურთელები და გასული წლის მსგავსად, ახლაც ტიტულისთვის იბრძვიან.მინდა ვთქვა ისიც, რომ ოთხშაბათს ჩატარებული მატჩი ვალტერ მაცარის გუნდზე არანაირად არ იმოქმედებს, რადგან ნეაპოლში იუვესთან მატჩს მოუთმენლად ელიან.”

"იუვენტუსი” მიეშურება ნეაპოლში იმისთვის, რომ ტოლსწორი წინააღმდეგობა გაუწიოს მეტოქეს და 3 ქულის აღებას შეეცადოს : "ნაპოლის შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს ხოლო მაცარის, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, კარგად ორგანიზებული კოლექტივი.მაგრამ იუვეს არავის ეშინია, ჩვენ უბრალოდ უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი.კარგად შევისწავლეთ ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე, ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ.ძალიან მაინტერესებს, როგორ ითამაშებს ჩემი კლუბი ამ სიტუაციაში.”

"იუვენტუსი” გამარჯვებებს დაუბრუნდა და ბუნებრივია, საფეხბურთო სპეციალისტები მას უფრო ხშირად უკავშირებენ იმ ბებერ ქალბატონს, რომელშიც თავად ანტონიო კონტე ასპარეზობდა : "ჩემი აზრით, პარალელების გავლება ჯერ ძალიან, ძალიან ადრეა.იმ გუნდმა ზედიზედ ითამაშა 5 საერთაშორისო თასის ფინალში, დღეს ამგვარ სტატისტიკას მხოლოდ ბარსელონა აჩვენებს.შემიძლია ვთქვა, რომ იმ წლების იუვენტუსი – დღევანდელი ბარსელონაა.ჩემი იუვენტუსი მშენებარე შენობაა, რომელიც ცდილობს სწორ გზაზე დაბრუნდეს.ყოველდღიური ვარჯიშების გაგრძელება გვმართებს, ტურიდან ტურამდე პროგრესირება აუცილებელია.ძალიან ბევრ ასპექტში უკეთესნი გავხდით.”

რაც შეეხება "ნაპოლის” წინააღმდეგ მატჩში ძირითად შემადგენლობას, კონტე კარტების გახსნას არ ჩქარობს : "ყოველდღიურად ჩემი შეგირდებისგან მაქსიმუმს ვითხოვ, განსაკუთრებით კი მათგან, ვინც ბოლო მატჩებში ძირითად შემადგენლობაში არიან.ამ მხრივ თავს მშვიდად ვგრძნობ, რადგან ვიცი, ვისი გამოყვანა შემიძლია მოედანზე.ჩემპიონატის კარგი სტარტი უკლებლივ ყველას დამსახურებაა, მათიც კი – ვინც იშვიათად გამოდის მოედანზე.ამ ფეხბურთელებში უდიდეს მონდომებასა და მოტივაციას ვხედავ, ისინი ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძვიან.”

"ელია – ის ფეხბურთელია, რომელსაც გერმანულ და ჰოლანდიურ ჩემპიონატში თამაშის გამოცდილება აქვს, ამ ქვეყნებში კი უფრო თავისუფლად თამაშობენ.დავაკვირდებით თუ არა ბუნდესლიგის მატჩებს მივხვდებით, თუ რაოდენ დიდი სივრცეა შეტევებში, იტალიაში კი ასე არ ხდება.იგი ბევრს მუშაობს, სწავლობს ენას და ნელ-ნელა კალჩოს წესებს ეცნობა.როცა მას მოედანზე იხილავთ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ჩვენ გარკვეული პროგრესი განვიცადეთ.”

"მინდა განვაცხადო, რომ არავის სურს "იუვენტუსის” წარმატება ისე, როგორც მე.ამჟამინდელი შემადგენლობით კმაყოფილი ვარ, საკმაოდ ფართო არჩევანი მაქვს.ჩემი მიზანია ვიყო არა გულშემატკივარი, არამედ მწვრთნელი.მიხდიან მხოლოდ იმიტომ, რომ იუვენტუსი მაღალ დონეზე დავაბრუნო.ტიფოზების ძალიან კარგად მესმის, ისინიც მიგებენმაგრამ სანამ აქ ვარ, გუნდს მე ვმართავ.”

კატეგორია: იუვენტუსი | ნანახია: 544 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/7
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]