aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 28 » კრასიჩი “იუვენტუსიდან” წასვლას არ გეგმავს
22:21
კრასიჩი “იუვენტუსიდან” წასვლას არ გეგმავს
ტურინის “იუვენტუსის” გარემარბმა მილოშ კრასიჩმა განაცხადა, რომ კლუბის შეცვლაზე არ ფიქრობს. Sky Sports-ის ცნობით, სერბის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედს”, დორტმუნდის “ბორუსიასა” და “სევილიას” სურთ, მაგრამ ნახევარმცველი უარზეა.
“მანჩესტერი” და “ბორუსია” ტოპ-კლუბები არიან, მაგრამ არც მე და არც ჩემს აგენტს მათი ინტერესის შესახებ არაფერი გვსმენია. ამაში სიმართლის მარცვალი რომც ერიოს, არაფერს შეცვლის. ჩემი გეგმები მხოლოდ “იუვენტუსს” უკავშირდება”, - განაცხადა სერბმა, რომელიც ტურინულ კლუბში 2010 წელს ცსკა-დან გადაბარგდა.
ცნობისთვის, მილოშ კრასიჩმა “იუვენტუსის” მაისურით 39 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო.
კატეგორია: იუვენტუსი | ნანახია: 544 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]