aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » მარტი » 15 » კვირის სატრანსფერო სიახლეები
17:50
კვირის სატრანსფერო სიახლეები

ვილარუბი: "გვარდიოლა რჩება"

კატალონიის ბარსელონას ვიცე პრეზიდენტი, კარლეს ვილარუბი აცხადებს, რომ პეპ გვარდიოლა ბარსელონაში დარჩება.

 

როგორც მოგეხსენებათ ესპანელ მწვრთნელს კონტრაქტი კლუბთან წლის ბოლოს ეწურება. ახლა კი 41 წლის სპეციალისტს უამრავ კლუბს უკავშირებენ, თუმცა საეჭვოა, რომ გვარდიოლამ დატოვოს კატალონიური გრანდი.

 

"გვარდიოლამ იცის, რომ იგი ახლა სახლშია. ვიცი, რომ პეპი კლუბში დარჩება და ყველაფერი კარგად დასრულდება." - აცხადებს ბარსელონას ვიცე პრეზიდენტი.

 

 

ლავეცი და კავანი არ წავლენ

ნაპოლის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი აცხადებს, რომ იგი არ აპირებს კავანის და ლავეცის გაყიდვას. ნეაპოლური დუეტის შეძენა ინგლისურ მანჩესტერ სიტის სურს, თუმცა კლუბის პრეზიდენტი მათ გაყიდვას არ აპირებს.

 

"ვიცი, რომ ბევრ კლუბს სურს კავანის და ლავეცის ყიდვა, თუმცა მე მათ გაყიდვას არ ვაპირებ. ამ ორ ფეხბურთელს უკავშირებენ უამრავ გუნდებს, თუმცა ჩემთვის ჯერ არავის არ მოუმართავს." - განაცხადა ლაურენტისმა.

 

 

რონალდუ: "სერია A არ არის ის ჩემპიონატი, რომელშიც მე ვითამაშებ" 

როგორც მოგეხსენებათ სილვიო ბერლუსკონიმ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ მას რონალდუს კლუბში გადაყვანა სურს. ახლა იტალიის ექს-პრემიერმა განაცხადა, რომ იგი ოცნებობს პორტუგალიელის მილანში ხილვაზე. კრიშტიანუმ განაცხადა, რომ იგი დიდ პატივს ცემს სილვიოს, თუმცა ისიც დაამატა, რომ იგი ახლა რეალში თამაშით ბედნიერია.

 

"ბერლუსკონი ჩემზე ოცნებობს? მეც ხშირად ვოცნებობ რაღაცეებზე, თუმცა ეს ფეხბურთს არასდროს არ ეხება. სილვიოს დიდ პატივს ვცემ, თუმცა სერია  A-ში მე არ ვითამაშებ. მართალია იქ ბევრი დიდი გუნდი თამაშობს, თუმცა მე ნამდვილად არ მიზიდავს. თან ახლა რეალში ბედნიერი ვარ." - განაცხადა რონალდუმ.

 

 

იუვენტუსი ზაფხულში ვერატის დაიმატებს

უკვე ცნობილია ის თუ ვის დაიმატებს იუვენტუსი ზაფხულში. ტურინელები ამჯერად 19 წლის ნახევარმცველს შეიძენენ.  19 წლის ვერატი პესჩარას საკუთრებაა და იგი იტალიის (21-წლამდე) ნაკრებშიც ირიცხება. ანტონიო კონტე ვარაუდობს, რომ ვერატი მომავალში ანდრეა პირლოს ჩაანაცვლებს გუნდში.

 

 

ფაულერი: "ლივერპული გაყიდის სუარეს იმ შემთხვევაში თუ ეს თავად ფეხბურთელს მოუნდება"

ლივერპულის ლეგენდა, რომელიც ახლახან დიდ ფეხბურთს დაუბრუნდა აცხადებს, რომ მერსესაიდული კლუბი გაყიდის ლუის სუარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს თავად ურუგვაელს მოუნდება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პსჟ-მ გამოთქვა ლუის სუარესის შეძენის სურვილი. გარდა სუარესისა ფრანგებს ედინსონ კავანიც სურთ.

 

"ნამდვილად არ ვიცი ახლა ლივერპულში რას ფიქრობენ სუარესის ტრანსფერის შესახებ, თუმცა მე მინდა, რომ მათ მივმართო. 36 წლის ვარ და უკვე მწვრთნელადაც მოვასაწრი მუშაობა, ასე რომ გამოცდილება მაქვს ამ დარგში. ამიტომაც ვიცი, რომ როცა ფეხბურთელს არ სურს გუნდში ყოფინა ის უნდა წავიდეს, რადგან იგი არ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ზუსტად ამგვარია სუარესის შემთხვევაც. თუ მას არ სურს გუნდში ყოფნა, მაშინ უნდა გაუშვას ლივერპულმა." - აცხადბეს ფაულერი.

 

 

დე ლატმა მანჩესტერი დატოვა

მანჩესტერ იუნაიტედის 23 წლის მცველმა დიჩი დე ლატმა გუნდი იჯარით დატოვა. ბელგიელი ფეხბურთელი 1 წელს ნორვიჩში გაატარებს.

 

"ვფიქრობ, რომ ეს ვარიანტი ჩემთვის საუკეთესოა. მანჩესტერში არ მეძლეოდა სათამაშო დრო, რაც ნამდვილად ცუდი იყო. ახლა იმედი მაქვს, რომ ნორვიჩის შემადგენლობაში მწვრთნელი ხშირად მათამაშებს ძირითად შემადგენლობაში." - აცხადებს დე ლატი.

 

 

მანჩესტერი და პოგბა შეთანხმდნენ

ვეს ბრომვიჩთან მატჩის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პოლ პოგბა მანჩესტერ იუნაიტედის ახალ შემოთავაზებას დათანხმდა. შეგახსენებთ, რომ 18 წლის ფორვარდს ამჟამინდელი კონტრაქტი იუნაიტედთან წლის ბოლოს ეწურება და მას მუდმივად უკავშირებდნენ იუვენტუსს, თუმცა იტალიელებს უარი საბოლოოდ შეუთვალეს ინგლისელებმა. ჯერ-ჯერობით მეტი არაფერი არ არის ცნობილი პოგბას ახალი კონტრაქტის შესახებ.

 

 

აზარით ტოტენჰემიც ინტერესდება

ტოტენჰემ ჰოტსპურის მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი აცხადებს, რომ მას თავის გუნდში ედინ აზარის გადაყვანა სურს. შეგახსნებეთ, რომ 21 წლის ფრანგით გარდა ტოტენჰემისა ასევე მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი და მადრიდის რეალი არიან დაინტერესებულნი, თუმცა რედნაპი აცხადებს, რომ კლუბის პატრონი მზადაა ნებისმიერი თანხა გადაიხადოს აზარში.

 

"ვიცი, რომ აზარის ყიდვა მანჩესტერ სიტის და მანჩესტერ იუნაიტედს სურთ, თუმცა ტოტენჰემის პატრონი მზად არის გადაიხადოს იმდენი ფული, რამდენიც საჭიროა აზარისნაირი ფეხბურთელის გადმოსაბირებად." - აცხადებს რედნაპი.

 

 

ვალდანო: "იგუაინს თუ არ დააფასებთ წავა"

მადრიდის რეალის ლეგენდა, ხორხე ვალდანო აცხადებს, რომ იგუაინი რეალმა უნდა დააფასოს. შეგახსენებთ, რომ იგუაინს მიმდინარე სეზონში 16 გოლი აქვს გატანილი ლა ლიგაში, თუმცა იგი მაინც ხშირად ხვდება სათადარიგო სკამზე, რაც არ მოსწონს ვალდანოს. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფორვარდით პსჟ არის დაინტერესებული.

 

"იგუაინი გამორჩეული თავდამსხმელია. იგი უნდა დააფასოს რეალმა, თორემ დატოვებს გუნდს." - აცხადებს ვალდანო

 

 

ენრიკე: "რომაში 4 ან 5 წლით დავრჩები"

კატალონიის ბარსელონას ლეგენდა, ლუის ენრიკე იტყობინება, რომ იგი არ აპირებს რომას დატოვებას. შეგახსენებთ, რომ რომაელებს არ მოსწონთ ენრიკეს მუშაობა და მისი გაშვებას მოითხოვენ, თუმცა ესპანელი არსად წასვლას არ აპირებს.

 

"ვიქნები თუ არა შემდეგ წელს რომას მწვრთნელი ? სასაცილო შეკითხვაა. შემდეგ წელს კი არა მე აქ 4 ან 5 წლით ვაპირებ დარჩენას." - აცხადებს ესპანელი სპეციალისტი.

 

 

მილანი ტევესის გადაბირებას ზაფხულში შეეცდება

ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport იტყობინება, რომ მილანი კარლოს ტევესის გადაბირებას ზაფხულში შეეცდება, თუმცა აშკარაა, რომ ეს არარეალურია. იტალიელებს ტევესის გადაბირება სურდათ ანტონიო კასანოს არყოფნის გამო. ზაფხულში კი იტალიელი ფორვარდი გუნდს დაუბრუნდება და თავდამსხმელები საკმარისზე მეტი იქნება როსონერიში, ასე რომ ტევესი საჭირო აღარ იქნება გუნდისთვის.

კატეგორია: 2011-12 სეზონის ტრანსფერები(NEW) | ნანახია: 545 | დაამატა: USER | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]