aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 9 » ლავესის აგენტი: “მოლაპარაკებებს არავისთან ვაწარმოებთ”
21:15
ლავესის აგენტი: “მოლაპარაკებებს არავისთან ვაწარმოებთ”
საქმე ისე მიდის, რომ იტალიური “ნაპოლის” ერთ-ერთი ლიდერი ესეკიელ ლავესი კლუბს არ შეიცვლის. არგენტინელის აგენტმა ალეხანდრო მაცონიმ განაცხადა, რომ თავდამსხმელის გადაბირებით არაერთი კლუბია დაინტერესებული, მაგრამ მოლაპარაკებას არცერთ მათგანთან აწარმოებს.
“რამდენიმე დღის წინათ, “მილანის” გენერალურ დირექტორს ვესაუბრე, მაგრამ ლავესიზე სიტყვაც არ გვითქვამს. იგივეს ვიტყოდი “მანჩესტერ სიტიზეც”. მათთან ესეკიელის შესახებ არ მისაუბრია”, - განაცხადა მაცონიმ Corriere dello Sport-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ესეკიელ ლავესი “ნაპოლის” ღირსებას 2007 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 133 მატჩში გატანილი 39 გოლია.
კატეგორია: ნაპოლი | ნანახია: 543 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/5
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]