aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 29 » “ლევერკუზენმა” ბალაკის გოლით იმარჯვა
09:54
“ლევერკუზენმა” ბალაკის გოლით იმარჯვა
28 ოქტომბერს გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურის გახსნითი მატჩი გაიმართა. რობინ დუტის “ლევერკუზენი” სტუმრად “ფრაიბურგს” ეწვია და შინ გამარჯვებული დაბრუნდა. მე-10 ტურში ორივე გუნდი მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. შესაბამისად, “ფრაიბურგსაც” და “ლევერკუზენსაც” ამ მატჩში მხოლოდ გამარჯვება სურდათ. მატჩი სტუმართათვის იღბლიანად დაიწყო, რადგან უკვე მე-2 წუთზე მიქაელ ბალაკმა მასპინძელთა კარი აიღო და “ლევერკუზენი” დააწინაურა. ჩაწოდებულ კუთხურს საჯარიმოში შექმნილი არეულობა მოჰყვა, მანუელ ფრიდრიხმა ვეტერან გერმანელს თავით უპასა და ამ უკანასკნელსაც ბურთის კარის ბადეში მოთავსება არ გასჭირვებია. ამის შემდეგ რობინ დუტის შეგირდები ძირითადად თავიანთი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. აშკარა იყო, რომ სწრაფმა გოლმა მთავარ მწვრთნელს ტაქტიკურ მონახაზში გარკვეული ცვლილებები შეატანინა. “ფრაიბურგი” წონასწორობის აღდგენას პირველივე ტაიმში ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში მარკუს ზორგის გუნდი კიდევ უფრო გააქტიურდა. ორი საგოლე მომენტი ჰქონდა შეცვლაზე შესულ შტეფან რაიზინგერს, მაგრამ გერმანელმა თავის გამოჩენა ვერ შეძლო. არ შეიძლება არ აღინიშნოს პაპის დემბა სისეს ულამაზესი ეპიზოდი: სენეგალელმა ბურთი მკერდზე მიიღო და ეფექტური დარტყმით გოლის გატანას ცდილობდა. სისეს დარტყმულმა ბურთმა კარის ხარიხას სანტიმეტრებით ჩაუფრინა. მატჩის დასკვნით წუთებში მასპინძლებმა სტუმრებს მცირე შტურმიც კი მოუწყვეს, მაგრამ ბერნდ ლენო მოწოდების სიმაღლეზე იდგა და “ფრაიბურგს” გოლის გატანის საშუალება არ მისცა. “ლევერკუზენმა” დაძაბულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 565 | დაამატა: Miriani-1994 | რეიტინგი: 1.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]