17:19 მაქსი ლოპესი: "მილანში" გადასვლა ჩემთვის პატივი იქნებოდა | |
"კატანიას" თავდამსხმელმა მაქსი ლოპესმა, რომელიც ანტონიო კასანოს შემცვლელად მიიჩნევა, განაცხადა, რომ "როსონერის" შემადგენლობაში თავის გამოცდას ისურვებდა. "ჩემით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია დაინტერესებული. ვინ იტყვის უარს ჩემს ადგილას? "მილანში" გადასვლისთვის მზად ვარ, ეს ჩემთვის პატივი იქნებოდა. თუმცა ჯერ კლუბებმა უნდა მოილაპარაკონ", - განაცხადა არგენტინელმა. შეგახსენებთ, რომ 27 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში "კატანიას" შემადგენლობაში 3 გოლი გაიტანა. | |
|