18:45 მაროტა: “იუვენტუსმა” აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა შემდეგი წლის ჩემპიონთა ლიგაზე | |
„ნაპოლისთან“ გასვლითი მატჩისათვის მზადების კვირა უკვე დაიწყო. ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და სხვა ხელმძღვანელი პირები თავიანთი სამუშაოს შესრულებას შეუდგნენ. კლუბის გენერალურმა დირექტორმა – ჯუზეპე მაროტამ ინტერვიუ მისცა Radio Anch’io Sport-ს. ინტერვიუ საკმაოდ ვრცელი გამოვიდა, სადაც ბეპე მაროტა საუბრობს როგორც ჩემპიონატის სასტარტო ეტაპზე, ასევე ახალი სტადიონის მნიშვნელობაზე, თუმცა ძირითადი აქცენტი მაინც ანტონიო კონტეზე და გუნდში მწვრთნელის მნიშვნელობაზე გააკეთა. კარგი დასაწყისი. – ჩემპიონატის სტარტი რათქმაუნდა კარგი გამოვიდა, თუმცა გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება სეზონის დასარულამდე ნაადრევია. ახალი ფეხბურთელები და ახალი მწვრთნელი უკავშირდება ინოვაციურ ხედვას ახალ „იუვენტუსში“. ჩვენ გვინდა ამ სეზონის ბოლოს დავანახოთ ყველას, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მწვრთნელს თანამედროვე ფეხბურთში. სირთულეები, რომლებიც „იუვემ” გადაიტანა 2006 წლიდან დღემდე. – ამ წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან დიდი გამოციდლება მივიღეთ, რომლის დასაწყისიც სწორედ კალჩიოპოლი გახლდათ. გუნდის ლიდერებს მოუხდათ კლუბის დატოვება და გარდაქმნა ხდებოდა გუნდში როგორც საფეხბურთო შემადგენლობის მხრივ, ასევე ზოგადად კლუბის სტრუქტურაშიც. თუმცა პირველ რიგში პრობლემები იყო უფრო ფსიქოლოგიური. მომავლის დასაწყისი. – კლუბის პრეზიდენტად ანდრეა ანიელის დანიშვნით, „იუვენტუსმა“ მიიღო ახალგაზრდა ხელმძღვანელი, რომელსაც თავისი ახლებური ხედვა და მიზნები ჰქონდა სტრუქტურული თვალსაზრისით. სწორედ ეს დანიშვნა გახდა „პირველი აგური” ახალი გუნდის მშნებლობის თვალსაზრისით. ანდრეამ გუნდის კოორდინერებული განახლება დაიწყო. მე-12 მოთამაშე. – ახალი მოედანი არის ერთ ერთი მთავარი ფაქტორი, რაც გაზრდის ჩვენს შემოსავლებს და ამასთანავე ძალზედ მნიშვნელოვანია გულშემატკივართან ახლოს ყოფნა. ამ მხრივ, დღესდღეობით ჩვენ ყველაზე უფრო გამორჩეული გუნდი ვართ იტალიაში. კონტე- შესანიშნავი მწვრთნელი. – ანტონიოს გააჩნია ყველა ის თვისება, რასაც ჩვენ ვეძებდით და ვითხოვდით ახალი მწვრთნელის შერჩევისას. ის ჭეშმარიტი „იუვენტინოა”, რომელსაც აქვს ძლიერი და საჭირო ხასიათი. კონტე მთელ თავის ძალებს და შესაძლებლობებს გადასცემს გუნდს. იგი ბრწყინვალე ფსიქოლოგია, რომელიც გუნდს შესანიშნავად განაწყობს მატჩისათვის. მისი სამუშაოს მეთოდიკა ეხმარება გუნდს ფიზიკური მომზადებაში და მზადყოფნაში. კონტე ეჭვ გარეშე შესანიშნავი მწვრთნელია. დელ პიერო. – არანაირი კონფლიქტი ანდრეა ანიელისა და დელ პიეროს შორის არ არსებობს. „იუვენტუსის” აქციონერთა შეკრებაზე გამოცხადდა, რომ დელ პიეროსათვის ეს სეზონი შავ-თეთრი მაისურით უკანასკნელია. პრეზიდენტმა თხოვა კოლეგებს, რომ მადლიერება გამოეხატათ კაპიტნის მიმართ გუნდში გატარებული წლებისათვის და რომ ის არის შემაკავშირებელი წერტილი ახალ და ძველ „იუვენტუსს” შორის და იგი თამაშობდა ყველა იმ სტადიონზე, რომელზეც გუნდს უთამაშია „იუვენტუს არენამდე“. ტიტულებისათვის ბრძოლა. – „მილანი“ სკუდეტოს მთავარი კანდიდატია. ჩვენ გვინდა კიდევ უფრო “გავიზარდოთ” და ამ რთულ გზაზე, ნელ-ნელა მივიდეთ იმ შედეგებამდე, რასაც ჩვენი გუნდი იმსახურებს. „იუვენტუსი“ არისტოკრატიული გუნდია, რომელსაც გამარჯვებები სისხლში აქვს და დღეს გუნდში მყოფმა ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რათა უმაღლეს მწვერვალებზე დავბრუნდეთ. ევროთასების გარეშე ყოფნა. – ის, რომ წელს ჩვენ არ ვმონაწილეობთ ევროთასებზე, ეს არის დიდი წუხილი როგორც თავად გუნდისა და ფეხბურთელებისთვის, ასევე კლუბის გულშემატკივრისათვისაც. ევროპაში თამაში, ეს არის ერთ-ერთი გზა, რომელიც ხელს შეუწყობს გუნდის შენებას. „იუვენტუსი“ ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა შემდეგი წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ევროპაშიც ერთ-ერთ მოწინავე საფეხურებზე. | |
|