17:02 მილანი - რომა | ||||||||||||||||||||||||||||||
ჩემპიონატი: სერია A, 29-ე ტური თარიღი: 24 მარტი, 20:00 სთ ადგილი: იტალია, მილანი, "სან სირო" შემადგენლობები:
როგორც ყოველთვის მილანის ლაზარეთი ამჯერადაც სავსეა. დღეს იტალიურ გრანდს რომას წინააღმდეგ დააკლდებიან: ალესანდრო პატო, ფილიპო ინძაგი, როდნეი სტრასერი, იგნასიო აბატე, რობინიო, ფლავიო რომა, მეტიუ ფლამინი და ანტონიო კასანო.
ლუის ენრიკეს გუნდს დღეს "სან სიროზე" ნიკოლას ბურდისო არ ეყოლება. ასევე საეჭვოა ხუანის თამაშიც.
საინტერესო ფაქტები: 1) მიუხედავად იმისა, რომ მილანი სერია A-ს სათავეში უდგას, მათ უკანასკნელი 5 მატჩიდან მხოლოდ 2-ის მოგება შეძლეს "სან სიროზე", თუმცა ჯამში "როსონერის" უკანასკნელ 6 შეხვედრაში 5 გამარჯვება აქვს მოპოვებული იტალიის ჩემპიონატში. 2) მთელი ისტორიის მანძლზე ეს გუნდები ერთმანეტს 152-ჯერ შეხვედრილან. აქედან 70 მილანმა მოიგო, 37 წააგო, 45 მატჩი კი ფრედ დასრულდა. 3) უკანასკნელად რომამ მილანი "სან სიროზე" 2010 წელს მარკო ბორიელოს გოლის წყალობით დაამარცხა (0:1). 4) რომა ამჟამად იტალიის ჩემპიონატის მე-6 ადგილზე 44 ქულით იმყოფება. მის უკან კი ინტერია, რომელსაც 41 ქულა აქვს. სავარაუდოდ რომა წელს ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ რომალუ კლუბსა და მე-3 ადგილზე მყოფ ლაციოს შორის განსხვავება 4 ქულაა. 5) მილანმა უკანასკნელი მატჩი "იუვენტუს არენაზე" გამართა და შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულა. მიუხედავად ფრისა როსონერი ტურნირს მაინც დაემშვიდობა. 6) ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დღეს მილანი და რომა ფრეს ითამაშებენ (1:1).
მილანის და რომას უკანასკნელი ურთიერთშეხვედრები:
| ||||||||||||||||||||||||||||||
|