aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » თებერვალი » 10 » „ნაპოლიმ“ ვერც თასზე ივარგა
13:06
„ნაპოლიმ“ ვერც თასზე ივარგა
იტალიურ „ნაპოლის“ სერია A-ში საქმეები იმდენად ცუდად მისდის, რომ ვალტერ მაცარის გუნდს ევროტურნირის საგზურის მოპოვების მეტი შანსი ქვეყნის თასზე წარმატებით თამაშის შემთხვევაში აქვს, მაგრამ ნახევარფინალური ეტაპის პირველმა შეხვედრამ დაამტკიცა, რომ ნეაპოლელები ვარსკვლავებს ვერც ამ ტურნირზე წყვეტენ. მართალია, „სიენასთან“ გამართული მატჩის მიწურულს, „ნაპოლიმ“მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ არცთუ სახარბიელო შედეგი დააფიქსირა.
თასის მე-2 ნახევარფინალურ შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა, როდესაც მანინის გადაცემა გოლად რეჯინალდომ აქცია. 66-ე წუთზე, დე სანკტისის კარი დ’აგოსტინომაც აიღო და სტუმრები რთულ მდგომარეობაში ჩავარდნენ, თუმცა 86-ე წუთზე, ვარგასის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ, პეზოლიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „ნაპოლის“ ფავორიტის სტატუსი დაუბრუნა.
მიუხედავად იმისა, რომ განმეორებით შეხვედრაში ნეაპოლელებს 1:0 მოგება ჰყოფნით, მათ მშვიდად ყოფნის საშუალება მაინც არ აქვთ, რადგან ბოლო დროს, ვალტერ მაცარის შეგირდები ძალიან ცუდად გამოიყურებიან და მათ უკვე ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ.

სიენა-ნაპოლი 2:1 (1:0)
სიენა, “არტემიო ფრანკი”
სიენა (3-4-3): ფარელი, პეზოლი, კონტინი, ბელმონტე, ანჯელო, დ’აგოსტინო, გაცი, როსი, რეჯინალდო (ჯორჯი 69), ბოგდანი (ლარონდო 51), მანინი (ბრიენცა 62).
მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო.
ნაპოლი (3-4-3): დე სანკტისი, კამპანარო, კანავარო, არონიკა (ლავესი 57), მაჯო, ჯემაილი (ინლერი 74), გარგანო, ზუნიგა, ჰამშიკი, კავანი, პანდევი (ვარგასი 71).
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.
გოლები: 1:0 რეჯინალდო (42), 2:0 დ’აგოსტინო (66), 2:1 პეზოლი (86, ს.კ).
გაფრთხილებები: მანინი 19, როსი 87 - პანდევი 18, კამპანარო 24.
მსაჯი: ანდრეა დე მარკო.
ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 6 (3)-13 (9), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 0-2, სეივი: 5-1, ჯარიმა: 19-12.

კატეგორია: მიმოხილვები | ნანახია: 598 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]