14:44 ნედვედი: “დელ პიეროს მეტი სათამასო დრო სჭირდება” | |
ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდამ პაველ ნედვედმა, ალესანდრო დელ პიეროზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დელ პიეროს ძალიან ცოტა სათამაშო დრო აქვს, როდესაც ის საუკეთესო ფორმაშია. “ვფიქრობ, რომ დელ პიერო ახლა ძალიან კარგ ფიზიკურ კონდინციებშია და შესანიშნავ ფორმაშია. მე ძალიან კარგად ვიცნობ მას: ის დიდი ჩემპიონია და თამაში ყოველთვის სურს. ჩემთვის ცუდი საყურებელია, როდესაც ალექსს სათადარიგო სკამზე ვხედავ, როდესაც მას შეუძლია ისაპარეზოს უმაღლეს დონეზე. რაც შეეხება დელ პიროს წასვლას გუნდიდან, ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. მე ვესაუბრე მას რამდენჯერმე და ალექსმა მითხრა, რომ 40 წლამდე სურს ფეხბურთის თამაში”. – განაცხადა ნედვედმა. | |
|