aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 21 » ოფიციალური “იუვენტუსის” განცხადება
16:32
ოფიციალური “იუვენტუსის” განცხადება
ტურინის "იუვენტუსი” ახალი სტადიონის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის ჩასახშობად ოფიციალურ განცხადებს აკეთებს. საქმეს სერიოზული ელფერი მას შემდეგ მიეცა, რაც ტურინის გამოძიებამ არენის ასაშენებლად გამოყენებული რკინის მასალის ვარგისიანობის საკითხი დააყენა. გამოძების მტკიცებით, "იუვენტუსი” სამშენებლო კომპანიამ მოატყუა. "იუვენტუსის” განცხადებაში ნათქვამია: ” საფეხბურთო კლუბი "იუვენტუსი” ითვალისწინებს ტურინის მერის პიერ ფასინოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ქალაქის პროკურატურა სტადიონის მშენებლობის საქმეს იძიებს, ხოლო დაზარალებული მხარე თავად კლუბია. ამასთან "იუვენტუსი” შესაბამისი დოკუმენტაციების წარმოდგენით ადასტურებს, რომ სტადიონი აბსოლუტურად უსაფრთხოა და იმედოვნებს, რომ სასამართლოც იმავე გადაწყვეტილებას გამოიტანს. საფეხბურთო კლუბი "იუვენტუსი” ასევე ადასტურებს, რომ ხვალინდელი შეხვედრა შეფერხების გარეშე გაიმართება ახალ სტადიონზე და მადლობას უხდის ქალაქის პრეფექტსა და მერს, დღეს გამოჩენილი ყურადღებისთვის. ”
კატეგორია: იუვენტუსი | ნანახია: 565 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.5/8
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]