15:35 ოსვალდოს ლამელასთან კონფლიქტისთვის დასჯიან | |
"უდინეზესთან” იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის მატჩშის შემდეგ (0:2), "რომას” ფეხბურთელებს – პაბლო ოსვალდოსა და ერიკ ლამელას შორის კონფლიქტი მოხდა. Football Italia-ს ცნობით, გასახდელში დიდი შეხლა-შემოხლა გაიმართა. თავდამსხმელმა ახალგაზრდა ნახევარმცველს ხელი დაარტყა, რის გამოც "რომას” ხელმძღვანელობა მის დასჯას აპირებს. კლუბის დირექტორის, ფრანკო ბალდინის თქმით, ოსვალდო უახლოეს 10 დღეს გუნდს მიღმა გაატარებს. შესაბამისად, მას "ფიორენტინასთან” იტალიის სერია A-ს მე-14 ტურის მატჩის გამოტოვებაც მოუწევს. | |
|