aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 6 » პეპე : “ნეაპოლში 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ”
14:40
პეპე : “ნეაპოლში 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ”
სიმონე პეპე იმ ფეხბურთელთაგანია, რომლებმაც ანტონიო კონტეს განსაკუთრებული ნდობა მოიპოვეს.იტალიელი ნახევარმცველი მუდმივად ხვდება ძირითად შემადგენლობაში და დაკისრებულ მოვალეობებს დამაჯერებლად ართმევს თავს.”ნაპოლისთან” მატჩამდე პეპემ მცირე ინტერვიუ Sky – ს მისცა : "ნაპოლის საოცარი გულშემატკივრები ჰყავს და შესანიშნავი საშინაო არენა აქვს – ეს მათი უპირატესობაა, ჩვენი უპირატესობა კი იმაში გამოიხატება, რომ მეტად დასვენებულნი ვართ.ლამაზი მატჩი გველის, ჩვენ მხოლოდ 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ.პირადად მე ვგრძნობ, რომ კონტე მენდობა, მსგავსი სიტუაცია იყო ლუიჯი დელ ნერის დროსაც, თუმცა გასულ სეზონში ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ვხვდებოდი.გარდა ამისა, გუნდი კარგად თამაშობს, ამიტომ ფეხბურთელები მეტად მოტივირებულნი არიან.ეროვნული ნაკრები ? – არაფერი ვიცი, მხოლოდ იუვენტუსზე ვფიქრობ.ნაკრებში გამოძახება – ჩემი მიზანია და ბუნებრივია, ეს ჩემს კარგ ასპარეზობას დაადასტურებს.”
კატეგორია: იუვენტუსი | ნანახია: 531 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/6
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]