15:23 პეროტამ “რომასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა | |
იტალიური “რომას” ვეტერანმა ნახევარმცველმა სიმონე პეროტამ კლუბთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. Corriere dello Sport-ის ცნობით, იტალიელის გუნდში დარჩენა ორივე მხარის დიდი სურვილი იყო. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2012 წელს ეწურებოდა. შეგახსენებთ, რომ 34 წლის პეროტა “ჯალოროსის” ღირსებას 2004 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 218 მატჩი და 34 გოლია. იტალიელმა ეროვნულ ნაკრებში უკანასკნელი მატჩი 2009 წელს ჩაატარა. საერთო ჯამში, ნახევარმცველს “სკუადრა აძურას” მაისურით 48 მატჩი აქვს გამართული და 2 გოლის ავტორიცაა. | |
|