17:48 პრანდელი ნაკრებში დელ პიეროს და ტოტის არ გამორიცხავს | |
იტალის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი ნაკრებში ტურინის "იუვენტუსისა” და "რომას” ვეტერანი შემტევების - ალესანდრო დელ პიეროსა და ფრანჩესკო ტოტის დაბრუნებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ "სკუადრა აძურას” დამრიგებელმა იტალიურ მასმედიასთან საუბარში განაცხადა. "დახურულია თუ არა ნაკრების კარი დელ პიეროსა და ტოტისთვის? აბსოლუტურად არა. ბოლოს და ბოლოს, მალე ევროპის ჩემპიონატია”, – განაცხადა პრანდელიმ. 37 წლის დელ პიერომ "სკუადრა აძურაში” ბოლოს 2008 წლის 20 აგვისტოს, ავსტრიასთან ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მან იტალიის ნაკრებში 91 მატჩი გამართა და მეტოქის კარი 27-ჯერ აიღო. 35 წლის ტოტიმ იტალიელთა რიგებში 58 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. 2006 წელს გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, მას ეროვნულ გუნდში აღარ უთამაშია.
| |
|