15:49 პრევიუ: "მილანი" - "იუვენტუსი" | |
მას შემდეგ, რაც სკუდეტოსთვის ბრძოლის ფავორიტებმა, სერია A-ს წინა ტურში ორივემ უგოლო ფრეები ითამაშეს, დღეს, სან-სიროზე, ორივე გამარჯვებას შეეცდებიან სავარაუდო შემადგენლობები "მილანი" ამელია, აბატე, ბონერა, ტიაგო სილვა, მესბა, ამბროზინი, ვან ბომელი, ემანუელსონი, ზეედორფი, იბრაჰიმოვიჩი, ელ შაარავი "იუვენტუსი" სტორარი, ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, დე ჩელიე, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, გიაჩერინი, ბორიელო, ვუჩინიჩი სიტუაცია მატჩის წინ მასიმილიანო ალეგრის გუნდს კვლავ აწუხებს მრავალრიცხვოვანი ტრამვები. გუნდს კვლავ გამოაკლდებიან ალეშანდრო პატო, ანტონიო კასანო, კევინ-პრინს ბოატენგი, ალბერტო აკვილანი, მეტიუ ფლამინი, ალექსანდრ მერკელი და ჯენარო გატუზო. ასევე "როსონერის" ვეტერანი ცენტრალური მცველი, ალესანდრო ნესტა ვერ დაეხმარება, რის გამოც ტიაგო სილვასთან შეწყვილება ან ბონერას ან ფრანგ ფილიპ მექსეს მოუწევს. გუნდს ასევე დისკვალიფიკაციის გამო ანტონიო ნოჩერინო გამოაკლდება. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დისკვალიფიკაცია მიიღო სერია A-ს მატჩში "ნაპოლის" წინააღმდეგ, თუმცა კოპა იტალიას მატჩში თამაშის უფლება აქვს. ასევე ალეგრის განკარგულებაშია ახალწვეული მაქსი ლოპესი. მეორეს მხრივ, ანტონიო კონტეს ტრავმირებულებზე ფიქრი არ უწევს, რადგან გუნდს მხოლოდ სიმონე პეპე გამოაკლდება. მიუხედავად ამისა, 42 წლის სპეციალისტი ძირითად შემადგენლობაში დიდ ცვლილებებს გეგმავს. მარკო სტორარი შეცვლის ჯანლუიჯი ბუფონს, ხოლო თავდასხმის ხაზში ალესანდრო მატრის გუნდის ახალწვეული, მარკო ბორიელო შეცვლის. დაცვაში სავარაუდოდ, კიელინის ბონუჩი შეუწყვილდება. მირკო ვუჩინიჩს, ალესანდრო დელ პიეროს და ფაბიო კუალიარელას იმედი აქვთ, რომ დღეს საღამოს ვუჩინიჩთან და გიაჩერისთან ერთად აღმოჩნდებიან თავდასხმაში. იცოდით? ● "მილანი" შარშანდელ ნახევარფინალში ჯამური ანგარიშით 4-3 დამარცხდა, "პალერმოს" წინააღმდეგ ● მატჩი "როსონერისა" და "ბიანკონერის" შორის ფრედ 2009 წლის მაისის შემდეგ არ დასრულებულა ● "მილანს" სერია A-ში საუკეთესო თავდასხმა ყავს (43 გატანილი გოლი), ხოლო "იუვენტუსს" საუკეთესო დაცვა (მხოლოდ 13 გაშვებული ბურთი) ● "იუვენტუსი" დაუმარცხებელია ყველა ჩემპიონატში, მათ კოპა იტალიაზე "ბოლონია" და "რომა" დაამარცხეს ● ამ გუნდების უკანასკნელი შეხვედრის გმირი კლაუდიო მარკიზიო გახდა, რომელმაც იმ მატჩში დუბლი შეასრულა ● ანდრეა პირლომ 377 თამაში ჩაატარა "როსონერის" მაისურით, სანამ იგი ამ ზაფხულს, უფასო ტრანსფერით ტურინში გადაბარგდებოდა მოსაზრებები Goal.com-ის მკითხველთა მოსაზრებები: "მილანის" გამარჯვება - 38.9%, "იუვენტუსის" გამარჯვება - 51.3%, ფრე - 9.8% ტოპ 3 ანგარიში Goal.com-ის მკითხველთა აზრით: "მილანი" 1-2 "იუვენტუსი" - 19.25%, "მილანი" 2-0 "იუვენტუსი" - 14.11%, "მილანი" 0-2 "იუვენტუსი" - 12.67% Goal.com-ის ექსპერტების მოსაზრება: კონტეს გუნდმა სავარაუდოდ უნდა მოახერხოს დამაკმაყოფილებელი შედეგის მოპოვება, მასპინძლების მრავალრიცხვოვანი ტრავმების გამო. თუ "ბიანკონერი" დაცვაში წარმატებულად იმოქმედებს, მაშინ ისინი სან სიროდან ფრის მიღწევას მოახერხებენ. შედეგი: "მილანი" 1-1 "იუვენტუსი" გუნდების ბოლო 5 მატჩი "მილანი" "მილანი" 0-0 "ნაპოლი" "ლაციო" 2-0 "მილანი" "მილანი" 3-0 "კალიარი" "მილანი" 3-1 "ლაციო" "ნოვარა" 0-3 "მილანი" "იუვენტუსი" "იუვენტუსი" 0-0 "სიენა" "იუვენტუსი" 2-1 "უდინეზე" "იუვენტუსი" 3-0 "რომა" "ატალანტა" 0-2 "იუვენტუსი" "იუვენტუსი" 1-1 "კალიარი" საინტერესო ფეხბურთელები სტეფან ელ-შაარავი პოზიცია: თავდამსხმელი ნომერი: 92 თამაში: 2 გოლი: 1 ყვითელი ბარათი: 0 წითელი ბარათი: 0 იტალიის 21 წლამდელთა ნაკრების წევრმა დასამახსოვრებლად და ეფექტურად ითამაშა კოპა იტალიას უკანასკნელ მატჩებში, გოლი "ნოვარას" წინააღმდეგ და ასისტი "ლაციოს" წინააღმდეგ, ამიტომაც ამ მატჩში მას მიეცემა საშუალება დაუმტკიცოს ალეგრის, რომ მას შეუძლია რეგულარულად ითამაშოს სერია A-შიც და ჩემპიონთა ლიგაზეც. ანდრეა პირლო პოზიცია: ნახევარმცველი ნომერი: 21 თამაში: 1 გოლი: 0 ყვითელი ბარათი: 0 წითელი ბარათი: 0 ანდრეა პირლოს საჭიროება კითხვის ნიშნის ქვეშ იყო სან-სიროზე, რის გამოც იგი "იუვენტუსში" აღმოჩნდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. იგი დღეს შეეცდება, მის ყოფილ გულშემატკიცრების თვალწინ, მის ყოფილ კლუბს პრობლემები შეუქმნას. | |
|