16:48 პრევიუ: "რომა" - "მილანი" | |
სავარაუდო შემადგენლობები: "რომა": სტეკელენბურგი, კასეტი, ჟუანი, ხოსე ანხელი, ბურდისო, გაგო, დე როსი, პეროტა, ბოიანი, ბორიელო, ოსვალდო. "მილანი": აბიატი, აბატე, ნესტა, სილვა, ტაივო, აკვილანი, ვან ბომელი, ნოჩერინო, ბოატენგი, კასანო, იბრაჰიმოვიჩი. "რომას" დამრიგებელს ლუის ენრიკეს ბრაზილიელი მცველი ჟუანი დაუბრუნდება, რომელიც სავარუდოდ გაბრიელ ჰეინცეს შეცვლის. დავიდ პიზაროს ადგილს სავარაუდოდ სიმონე პეროტა დაიკავებს. ერიკ ლამელა და ფაბიო ბორინი სათადარიგოთა სკამზე იქნებიან, მათ მაგივრად მარკო ბორიელო და პაბლო ოსვალდო ითამაშებენ. აღსანიშნავია, რომ "რომას" ნახევარმცველი ფერნანდო გაგო მწყობრშია და იგი გულშემატკივრებს ჰპირდება, რომ დღეს გოლს გაიტანს ან საგოლე პასს გააკეთებს. მირალემ პიანიჩი ჯერჯერობით მწყობრში არაა, ასევე ვერ ითამაშებენ დღეს ბოგდან ლობონტი, ალეანდრო როსი, ფრანჩესკო ტოტი და სიმონ კიაერი, ყველა ამ ჩამოთვლილ ფეხბურთელებს ტრავმა აწუხებთ. "მილანს" დაუბრუნდა ალესანდრო ნესტა. ნახევარდაცვაში, სავარუდოდ მარკ ვან ბომელი შეცვლის მასიმო ამბროზინის, სხვა გადაადგილებები "როსონერის" სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება. ჯენარო გატუზოს და მეტიუ ფლამინის დაბრუნება უახლოეს თვეებში არ იგეგმება, ალეშანდრე პატომ და ლუკა ანტონინიმ კი ტრავმა თითქმის მოირჩინეს. იცოდით? 1) "კალიარის" და "რომას" ცხრილის ზედა ათეულში ყველაზე ცოტა, 9 გოლი აქვთ გატანილი. 2) "მილანმა" 3 თამაშია ვერ მოახერხა "რომას" კარის აღება. 3) "მილანმა" ბოლო 7 მატჩიდან 6-ში გაიმარჯვა. 4) "როსონერიმ" სერია A-ში ჯერ-ჯერობით ყველაზე მეტი 16 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე ამ მაჩვენებლით "იუვენტუსი" და "ჯენოაა" - ორივე გუნდს 13-13 გოლი აქვს გატანილი. 5) "მილანს" 2004-2005 წლის შემდეგ "რომასთვის" გასვლაზე არ მოუგია. Goal.com-ის ვარაუდი: "რომა" 1-2 "მილანი" გულშემატკივრის ვარაუდი: "რომა" 0-2 "მილანი" | |
|