aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » მარტი » 2 » პრანდელის მატჩის შემდგომ ინტერვიუ
08:12
პრანდელის მატჩის შემდგომ ინტერვიუ
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატთან არავითარ კავშირში არ არის ამხანაგურ მატჩში, ამერიკასთან მოულოდნელი მარცხი.

კლინტ დემპსის გოლმა ამერიკას ისტორიაში პირველად მოუტანა გამარჯვება იტალიელებთან, ეს შეხვედრა კი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მხოლოდ სამი თვით ადრე შედგა.

მაგრამ პრანდელი არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს ჯენოაში გამართულ შეხვედრას და წაგებას უიღბლობას აბრალებს.

''დაუმსახურებელად წავაგეთ, ამ სულისკვეთებით ევროპის ჩემპიონატს წარმატებულად ჩავატარებთ, ასევე ძალიან კმაყოფილი ვარ ფეხბურთელების შემადგენლობით. აშკარაა, რომ ყოველ სამ თვეში თამაში ამოცანას ართულებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მშვენიერი ევროპის ჩემპიონატი გვექნება." - განაცხადა პრანდელიმ.'

54 წლის სპეციალისტმა ასევე ისაუბრა რამოდენიმე ფეხბურთელზეც, მათ შორის სებასტიან ჯოვინკოსა და დებიუტანტ ფაბიო ბორინიზე.

''ჯოვინკომ კარგად ითამაშა და სახიფათო იყო მეტოქისათვის. ბორინის აქვს გამბედაობა, ინდივიდუალიზმი და კიდევ ბევრი სხვა დადებითი თვისება.''

ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრის შედეგად იტალია C ჯგუფში მოხვდა, სადაც ესპანეთთან, ხორვატიასთან და ირლანდიასთან გაარკვევს ურთიერთობას, პირველ მატჩს კი ''სკუადრა აძურა'' 10 ივნისს, ევროპის და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს.
კატეგორია: ნაკრები | ნანახია: 524 | დაამატა: superman | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]