12:29 რა არის კავანის მთავარი პრინციპი და ვის ბაძავს იგი? | |
“ნაპოლის” ფორვარდმა ედისონ კავანიმ თავის საფეხბურთო პრინციპებზე ისაუბრა. “არ მინდა ლიონელ მესობა. ფეხბურთს იმისთვის არ ვთამაშობ, რომ ბევრი ფული ვიშოვო. ფეხბურთს ვთამაშობ იმიტომ, რომ მომავალში ამ თამაშიდან კარგი მოგონებები დამრჩეს. ვოცნებობ “ნაპოლისთან” ერთად თასის მოგებაზე. მინდა, რომ ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობის მხრივ ყველაფერი რიგზე მქონდეს. ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია”, – საუბრობს კავანი. “ჩემი კერპი გაბრიელ ბატისტუტაა. ვარცხნილობითაც მას ვბაძავ. ჩემი აზრით, მე და ბატისტუტა მსგავსი მახასიათებლების მქონე ფეხბურთელები ვართ. საკუთარ თავში ბატისტუტას უფრო ვხედავ, ვიდრე ურუგვაის ნაკრების დიდ ვარსკვლავ ენცო ფრანჩესკოლის”, – აღნიშნა “ნაპოლის” ფორვარდმა | |
|