16:27 სარატე: ამ ქულას "ინტერისთვის" მნიშვნელობა ექნება | |
"ინტერის" თავდამსხმელი მაურო სარატე ბერგამოს "ატალანტასთან" ხელიდან გაშვებული გამარჯვების შემდეგ, ფრეს მაინც კარგ შედეგად მიიჩნევს. "ამ მოპოვებულ ქულას მომავალში დიდი მნიშვნელობა ექნება, აი, ნახავთ! შაბათს "იუვენტუსის" წინააღმდეგ ვთამაშობთ და სამი ქულის გარდა, არანაირი შედეგი არ გვაწყობს", - დაწერა "ლაციოდან" იჯარით აყვანილმა ფეხბურთელმა თავის ტვიტერში. "ინტერი" კვლავ სატურნირო ცხრილის ფსკერისკენ იმყოფება და "იუვენტუსს" რვა ქულით ჩამორჩება. | |
|