21:29 შესაძლოა, დე როსიმ კონტრაქტი ამ კვირაში გაახანგრძლივოს | |
Football Italia-ს ცნობით, დანიელე დე როსი "რომას” ხელმძღვანელობას ამ კვირაში შეხვდება საბოლოო გადაწყვეტს – გაახანგრძლივებს თუ არა კონტრაქტს რომაულ კლუბთან. ნახევარმცველის აგენტი "ჯალოროსისთან” მოლაპარაკებებს სექტემბრიდან აწარმოებს, მაგრამ მხარეები ფინანსურ დეტალებზე ვერ თანხმდებიან. საქმე ისაა, რომ იტალიელს წლიური ხელფასის სახით 7 მილიონი ევროს მიღება სურს, "რომა” კი, 5 მილიონს სთავაზობს. შეგახსენებთ, რომ იტალიელს კლუბთან კონტრაქტი 2012 წელს ეწურება. | |
|