10:23 სიახლეები შესაძლო ტრანსფერებზე | |
რაფინიამ რეალს თვალი ჩაუკრა მიუნხენის ბაიერნის მცველმა, რაფინიამ განაცხადა, რომ ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა მადრიდის რეალში თამაში. 26 წლის ბრაზილიელმა განაცხადა, რომ იგი ბედნიერია ალიანს არენაზე თამასით, თუმცა ბერნაბეუზე თამაში ოცნებად თვლის. "რა თქმა უნდა აქ კმაყოფილი ვარ, თუმცა რეალში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა და მათ შორის ჩემიც." - განაცხადა რაფინიამ. შეგახსენებთ, რომ 26 წლის მცველს ბაიერნთან კონტრაქტი 2014 წელს ეწურება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იგი ბაიერნმა გასულ წელს ჯენოადან შეიძინა.
ლუკაკუს ჩელსის დატოვება სურს ბელგიელი ფორვარდის, რომერუ ლუკაკუს აგენტმა, კრისტოფ ჰენროტაიმ განაცხადა, რომ მის კლიენტს ჩელსის დატოვება იჯარის სახით სურს. მიზეზი კი ისაა, რომ ანდრე ვილას ბოაში ლუკაკუს მუდმივად სათადარგიო სკამზე სვამს. შეგახსენებთ, რომ ბელგიელს ჯერ მხოლოდ 6 მატჩი აქვს ჩატარებული პრემიერლიგაში. "ნათელია, რომ თუ ბოაში არ აპირებს მის გამოყენებას მან უნდა გაუშვას ლუკაკუ. უმჯობესი იქნება თუ ჩემს კლიენტს ლონდონის რომელიმე კლუბში გაანათხოვრებს ჩელსი." - განაცხადა კრისტოფერმა.
ვენგერის პოლიტიკა არსენალში გრძელდება ლონდონის არსენალი მალე ლუტონ თაუნის ახალგაზრდა ფეხბურთელს ტარუმ დავკნის დაიმატებს. 16 წლის ინგლისელით არსენალის გარდა სხვა ბრიტანული გრანდებიც ინტერესდებოდნენ, თუმცა თავად ფეხბურთელმა არჩია, რომ "მეთოფე" გამხდარიყო.
ბაიერნმა თვალი ოლივერ ჟივუს დაადგა მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰეინკესმა თვალი მონპელიეს ფორვარდს, ოლივერ ჟივუს დაადგა. დღეს ცნობილი გახდა, რომ თავად ფეხბურთელსაც სურს ალიანს არენაზე გადაბარგება. მან განაცხადა, რომ იგი მოხარულია ბავარიული კლუბის ინტერესით. "გავიგე, რომ ბაიერნი დაინტერესდა ჩემით. ეს ამბავი ძალიან მახარებს." - განაცხადა ჟივუმ. შეგახსენებთ, რომ 26 წლის ჟივუს საფრანგეთის ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლიც აქვს გატანილი.
გვარდიოლა და მოურინიო ინგლისის ნაკრების მწვრთნელად მოიაზრებიან ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Guardian იტყობინება, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელად შესაძლოა ჟოზე მოურინიო ან ხოსეპ გვარდიოლა დაინიშნოს. როგორც მოგეხსენებათ ფაბიო კაპელომ პოსტი 3 კვირის წინ დატოვა და ბრიტანელებს მწვრთნელი ჯერაც არ ჰყავთ. ამ პოსტის მთავარი კანდიდანტი ჰარი რედნაპია, თუმცა Guardian-ის ცნობით ინგლისის FA სერიოზულად ინტერესდება გვარდიოლათი და მოურინიოთი.
ხავი: პსჟ-ში არ გადავალ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრანგული პსჟ ხავიში 80 მილიონის გადახდას აპირებდა. დღეს კი ესპანელმა ნახევარმცველმა ფრანგებს შეუთვალა, რომ იგი არ აპირებს ბარსელონას დატოვებას. შეგახსენებთ, რომ ხავი კატალონიურ კლუბში 1998 წლიდან თამაშობს და მას კონტრაქტი 2014 წელს ეწურება.
ვალენსია მატიე დებუშით დაინტერესდა ლილის 26 წლის მარჯვენა მცველი-მატიე დებუში ბოლო დროს შესანიშნავად ასპარეზობს, როგორც Ligue 1-ში ისე საფრანგეთის ნაკრების ეროვნული მაისურით. ფრანგი მცველი აღიარებს, რომ მისდამი ინტერესს იჩენს ესპანური ვალენსია. "ვიცი, რომ ვალენსია ჩემით დაინტერესებულია, მაგრამ ახლა მთლიანად Ligue 1-ზე ვარ კონცენტრირებული. ვაპირებ სეზონი პოზიტიურად დავასრულო, მანამ სანამ ვალენსიაში ჩემს შესაძლო ტრანსფერზე ვიფიქრებ. ახლა ლილთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და ჯერ-ჯერობით არ მსურს არჩევანის გაკეთება." - განაცხადა დებუშიმ L'equipe-სთან ინტერვიუში.
ბარსელონა მიუნხენ გლადბახის მეკარით ინტერესდება გერმანიის ბუნდესლიგის გუნდის, გლადბახის მეკარით, მარკ-ანდრე შტეგენით ბარსელონა დაინტერესა. როგორც მოგეხსენებათ კატალონიელებს ორივე მეკარე სუსტი ჰყავთ, რომლებსაც თავად ლეგენდებიც აკრიტიკებენ. სწორედ ამიტომ სურს გვარდიოლას 19 წლის გერმანელის გადაყვანა კატალონიურ გრანდში. შეგახსენებთ, რომ შტეგენს გლადბახთან კონტრაქტი 2015 წელს უმთავრდება.
იუვენტუსი დედეთი დაინტერესდა როგორც მოგეხსენებათ იუვენტუსი ვასკო და გამას ფეხბურთელით, დედეთი არის დაინტერესებული. დღეს თავად დადემ განაცხადა, რომ იგი მოხარულია იტალიური კლუბის ინტერესით. აქვე იმასაც გეტყვით, რომ გარდა იუვენტუსისა ნიჭიერი ბრაზილიელით ასევე ბენფიკაც ინტერესდება. "იყო იუვენტუსის ფეხბურთელი - ეს შესანიშნავი გრძნობაა. იუვენტუსზე მე ბევრი ვიცი, რადგან ჩემს ყოფილ თანაგუნდელს ფილიპო მელოს ჰქონდა იქ ნათამაშები და ის იტალიურ გრანდზე ბევრს მიყვებოდა." - განაცხადა დედემ.
კარვალიომ შესაძლოა რეალი დატოვოს პორტუგალიელმა მცველმა, რიკარდო კარვალიომ შესაძლოა მადრიდის რეალი დატოვოს. როგორც მოგეხსენებათ რიკარდო კონტრაქტი რეალთან 2013 წელს ეწურება. მადრიდელებს სურთ, რომ მას კონტრაქტი 1 წლით გაუხანგრძლივონ, თავად ფეხბურთელს კი 2 წლიანი კონტრაქტი სურს.
კავანის ნაპოლის დატოვება არ სურს იტალიური ნაპოლის ფორვარდს ედინსონ კავანის არ სურს, რომ დატოვოს მისი ამჟამინდელი კლუბი. ურუგვაელმა ფორვარდმა განაცხადა, რომ იგი შესანიშნავად გრძნობს თავს ნაპოლიში. შეგახსენებთ, რომ ნიჭიერი ფორვარდით ამჟამად უამრავი კლუბია დაინტერესებული, თუმცა ყველაზე რეალური კანდიდატი მაინც მანჩესტერ სიტი ითვლება. "ნაპოლიში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და კმაყოფილი ვარ აქ თამაშით." - განაცხადა კავანიმ. | |
|