aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2012 » აპრილი » 26 » სნეიდერი: “ჩვეულად ათამაშება მოვახერხე”
16:58
სნეიდერი: “ჩვეულად ათამაშება მოვახერხე”
მილანის "ინტერის” ჰოლანდიელი ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი "უდინეზესთან” ჩატარებული შეხვედრით კმაყოფილია და აცხადებს, რომ მან ძველებურად ათამაშება მოახერხა.
"შესანიშნავი გრძნობაა, როდესაც გუნდისთვის ისევ სასარგებლო მოთამაშე ხარ. ამჯერად, გადავწყვიტე, ჯერ ტრავმა ბოლომდე მომერჩინა და მოედანზე მხოლოდ ამის შემდეგ გამოვსულიყავი. ვფიქრობ, ჩვეულად ათამაშება მოვახერხე.
"უდინეზესთან” მოგებამ დამაჯერებლობა შეგვმატა და წინ კიდევ 4 თამაშია. ვიცით, რომ მე-3 ადგილზე გასვლა ადვილი არ იქნება, მაგრამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ” – აცხადებს ჰოლანდიელი, რომელმაც "უდინეზესთან” 3:1 მოგებულ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
 
კატეგორია: ინტერი | ნანახია: 616 | დაამატა: USER | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]