aqISLAND 2 
Fruit Cocktail 2
Fruit Cocktail
Crazy Monkey
Garage aq2
 
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 22 » ტაივო: "იტალიაში მესისაც გაუჭირდება. ალეგრი ხშირად მიყვირის, მაგრამ ის მართალია"
16:15
ტაივო: "იტალიაში მესისაც გაუჭირდება. ალეგრი ხშირად მიყვირის, მაგრამ ის მართალია"
"მილანის" ნიგერიელმა მარცხენა მცველმა ტაიე ტაივომ ვრცელი ინტერვიუ მისცა მარკო მასოტოსა და Gazzetta dello Sport-ს, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

იგი იტალიის ჩემპიონატზე საუბრობს: 

"იტალიაში ძალიან დიდი ინტერესია ფეხბურთის მიმართ. თქვენ ხედავთ თუ როგორი შემართებითა და საბრძოლო სულით გამოდიან ფეხბურთელები მოეადნზე, შემდეგ კი ყველა თავის ძალას მატჩისაკენ მიმართავენ."

ტაივო საუბრობს იტალიური ფეხბურთის სირთულეზე:

"იტალიაში რომ თქვენმა მუშაობამ შედეგი მოიტანოს როგორც ვარჯიშზე ისე მოედანზე, იმაზე 10-ჯერ მეტი უნდა იმუშაოთ, ვიდრე სხვა ჩემპიონატებში. მესი ესპანეთში თამაშობს და ალბათ სწორედ ეს უწყობს ხელს, მინდა იგი აქ, იტალიაში ვიხილო, ეს ძალიან საინტერესო იქნებოდა."

პატიოსნად, შეიძლება ჩემპიონთა ლიგა "მილანის" კონკრეტული მიზანი იყოს?

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ვარჯიშზე თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რადგან არავის სურს დაკარგოს სათამაშო ფორმა. მე ვფიქრობ, რომ ასეთი საბრძოლო განწყობით ჩვენ დიდებულ წარმატებებს მივაღწევთ."

გასულ ზაფხულს "რეალმა" ვერ შეძლო ტაივოს შეძენა: 

"ბოდიშს ვუხდი "რეალს", მაგრამ ახლა მე აქ ვარ - ჩემპიონატში, რომელიც ჩემი ოცნება იყო, ისევე როგორც სხვა ბევრი ფეხბურთელის. მინდა, რომ აქ დიდხანს დავრჩე, რადგან მე გამარჯვებულის მენტალიტეტი მაქვს, ისევე როგორც კლუბში მოთამაშე სხვა ფეხბურთელებს და თავად კლუბს."


ტაივო საუბრობს მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრიზე:

"ალეგრი ხშირად მიყვირის, თუმცა ის მართალია და მას უფლება აქვს. იგი ჩემგან ითხოვს, რომ ბურთის გარეშეც ძალიან ბევრი ვიმოძრაო, რადგან ის ძალიან ჭკვიანია. იგი ინდივიდუალურად ზრუნავს თითოეულ ფეხბურთელზე და ზრდის მათ."

ტაივო გუნდის სხვა ფეხბურთელებზე:

"მოედანზე მე ძალიან მომწონს ნესტა, თუ თქვენ მას მიჰყვებით და დაუჯერებთ - არ შეცდებით, რადგან ის თავისი საქმის სპეციალისტია. ასევე მომწონს კასანო, ის ბევრს ხუმრობს. ჩემი კუმირები? მალდინი და რობერტო კარლოსი, ისინი ძალიან ძლიერები იყვნენ და შეტევა შესანიშნავად შეეძლოთ."
კატეგორია: ინტერვიუ | ნანახია: 526 | დაამატა: USER | რეიტინგი: 1.0/2
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]